ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2021


* * *

წვიმს, შორიახლოს დაეცა მეხი,
რაც იყო სიზმარს, ჩვენებას ჰგავდა,
რომ დაგივიწყო, რაღა ვქნა, მე ხომ
არაფერი მაქვს წარსულის გარდა.

მარტო შემოვრჩი უსაზღვრო სივრცეს
და მაინც შენთან არ ვაღიარებ,
რომ ახლა მკერდში ტკივილი მიცემს,
რომ ვერ ვიშუშებ იმ ნაიარევს.

რომ ისევ მახსოვს შენი სახელი
მაგ გულის ფეთქვა ჩქარი, ვით ჩიტი
და გამოხედვა შენი მსახვრალი,
სიყვარული, რომ აღმოჩნდა მითი.

შენზე ფიქრები დამყვება სულ თან
და მათით ვუძლებ დროებას მტარვალს,
მე ღამის ბოლო ვარ ამოსუნთქვა,
შენ განთიადის პირველი ქარვა.

გახსოვს, მეძახდი, ქარივით შეშლილს,
ქარი კი, ტკივილს იტანს ამაყად
და უპატრონოდ, შორს, სადღაც ხევში,
ჩაიჩეხება ქარი ამაღამ...

დანტე დარდიანი    21/01/2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს