ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2021


* * *

მოსვლიდან მზიურს,
შეეგებნენ იები მაისს,
უძღვნიათ ათასგვარი ემოცია
ომში დაღვრილი ცრემლებისა.
  კარში მომავალს მასპინძლობენ
  დარდი და შვება,
  რასაცა დასთეს ქვეყანაზედ
  ის მუდამ რჩება.
...
ჰელჰემიდან ამბები მოუთხრობიათ
ათასგვარ მკითხავთ,
თურმე მეფენი ყმები ყოფილან,
დარდს გადაჰყოლიან წარსულ ცოდვათა,
ბელიარებს დაუდგამთ თავზე გვირგვინი
მახინჯ სიტყვებში გაისმება ტკბილი ჰანგები,
დიდი აზრით და მილიონი უცხო გაგებით,
დავიფერფლებით.
დავიფერფლებით უცხო მხარეში
არსაიდან ხმის გაგება! პარანოია!
გრძნობების სულზე თარეში!
ძალიან ცდები ასე თუ გგონია...
....
გადაიწია ემოციების მწარე ნიშნული,
არარაიხარ და არარაიდ მოიხსენები...
ზურგით ნათრევი ტომარის ყულფში
სულთა მეჯლისია,შავი ფარდები
  იხსენიებენ ვედრებას პირველ ნაშობთა,
  მწუხრის ვალსია, მარტოობასთან  ცეკვავს ასკეტი,
  მრავალჟამიერ!
  მრავალჟამიერ!
  სამად შეგრული ჯგუფის კვარტეტი.
კათოლიკთა,მართალთა და პროტესტანთა
ჩვენს სულებზე მზრუნველთა მთელი არმია(?),
აქვეა,ახლოს არ მოიკლოთ მღელვარება,
შფოთვები ხომ მათი შარმია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები