სიტყვის ძალა მომეცი და მე თუ ვიტყვი, რას დაეძებ, რას ვიტყვი.
აუუ როგორ მოვმერცხლილვარ, ყვავი ვიყავ და ვჩხაოდი ასი ტყე.
მივრბი პირგამოლესილი ლამისაა ბოღმისაგან გავსივდე,
მივდევ, მკვლელზე უარესი ვარ, ან ვის მივდევ, რატომ მივდევ, რას მივდევ.
შენ ფეხები მომეცი და ნუ იჯავრებ მე ვის გავეკიდები.
წვივები მაქვს მოლეწილი, მოვირჩენ და მთებს გადავდგამ გპირდები.
ოღონდ გთხოვ არ მომაცილო გორაკები და ხასხასა მინდვრები.
ჩემს ტკივილზე რომ მაცინო, სახლშიც რომ გამომაცილო.
ახლა როცა მერცხალი ვარ, გაქუცული, უწყინარი მერცხალი.
მესიზმრება რომ ვყვავობდი, ვერ ვიძინებ ვერც დილა და ვერც ღამე.
ექოსავით რომ აჭრელდა გრიგალიდან წამოსული ოქტავა,
მთაში ცხვრის ხორცს რომ მაჭმევდა თეთრ ნაბადში გახვეული მეცხვარე.
ის მეცხვარე, უსუსური, საცოდავად გუშინ დილით მომკვდარა.
ცრემლის ძალა მომეცი და არ იფიქრო როდის წაუქვითინებ
რა აზრი აქ ახლა ქოხზე დაჯდები თუ იჩხავლებ თუ იტირებ,
ქოხში მაინც ვეღარ ბჟუტავს ვეღარცერთი მოკაშკაშე ფითილი.
ფრენის ძალა მომეცი და რატომ ჩივი საით გაგიფრინდები.
მაგრამ უკვე ჩემი წლები აგერ ფრთებზეც თავს იჩენს და ვლინდება.
მაინც მთებში მოველ ციდან, მტერთან ბოლო გაელვება მინდება.
საბრძოლველი მომეცი და შენ რა გინდა? მე თუ შემეშინდება
დავბუტბუტბუტებ (ა) დან (ჰე) მდე დავფრინავ და ზეცას ვეღარ ვერგები
სატრფოს ბუდეს გადავხედე, გავიფიქრე მისი სუნი მეგემა.
ბავშვობაში რომ მიყვარდა ის ბახალა ცოცხალია ეგება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. დასამუშავებელია დასამუშავებელია
7. 5 განსხვავებულია
5 განსხვავებულია
6. იყო აქ რაღაც ბერნსისეული , ანუ კარგი :)
იყო აქ რაღაც ბერნსისეული , ანუ კარგი :)
3. მადლობა მეგობრებო მადლობა მეგობრებო
2. მშვენიერი. ბრავო. 5. მშვენიერი. ბრავო. 5.
1. ოოო ძალიან კარგია ოოო ძალიან კარგია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|