სერგეი ესენინი - შენ მითხარი, რომ საადი
შენ მითხარი, რომ საადი უკოცნიდა მკერდს მარტოდენ, მეც ვისწავლი დანაბადი ასეთ კოცნას, თუ მადროვებ!
შენ თქვი: „შორს, ევფრატის პირას ქალს ვარდი სჯობს მშვენიერი“, რომ მაქცევდეს ბედი მდიდრად, დაგატკბობდი სხვა სიმღერით.
იმ ვარდს მოვსრავ დაუნდობლად - სამოთხეს რომ მიამგვანე, რათა ვერრა სჯობდეს სოფლად სილამაზით ჩემს შაგანეს.
აღთქმას ნუ მთხოვ დამატებით, არ მსურს ვჩანდე პირუმტკიცი, პოეტი ვარ დაბადებით, პოეტივით კოცნა ვიცი.
2 თებერვალი, 2021 წ.
Сергей Есенин - Ты сказала, что Саади
Ты сказала, что Саади Целовал лишь только в грудь. Подожди ты, Бога ради, Обучусь когда-нибудь!
Ты пропела: «За Ефратом Розы лучше смертных дев». Если был бы я богатым, То другой сложил напев.
Я б порезал розы эти, Ведь одна отрада мне — Чтобы не было на свете Лучше милой Шаганэ.
И не мучь меня заветом, У меня заветов нет. Коль родился я поэтом, То целуюсь, как поэт.
19 декабря 1924
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|