 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 7 თებერვალი, 2021 |
ჩემს კუთხეში სხვანაირი სულია, სხვანაირი სალამი და მიღება, "კუხნაშიც" თუ მხოლოდ მჭადის გულია, იმერეთში კარი მაინც იღება. მაინც ხდება სტუმრის კალთის დახევა, მასპინძელი უარს ყურად არ იღებს და იწყება სამეზობლოს "დარბევა", ვისაც რა აქვს მოაქვს, გულით არიგებს... სახლში ცოტა ხილი მქონდა ეიღე, ვიღა არი აწი ამის შემჭმელი, ბოვშები ხო დიდ ქალაქში წევიდენ?!.. ჰა, სუფრაზე კი მაინც არ შევრცხვებით. სხვა პურებით დატვირთული გამორბის, სულ ახლახანს ამოვყარე თონიდან, რას იწევი ქალო თავში, რა მოგდის? ეს სტუმარი მარტო შენთან მოვიდა? გაიპრანჭა მეზობელი სულ ოდნავ, იმერულში ჩააქსოვა კეკლუცი... შენც ხომ ასე იქცეოდი სულოჯან? გაიგონე უფრო მეტი გეკუთვნის. უცებ კექსიც დაუცხვია ვიღაცას... რაც შევძელი ასე მალე, აქ არის უნამცხვრობას კი აჯობებს იძახდა... და თან მორცხვად გაისწორა თავშალი. დიასახლისს კიდევ კეცი აეღო, ის ნეშოებს ალაგებდა თავის მხრივ, ხაჭაპურის ცომი უკვე წაეღო გაზქურასთან და გუნდებად გაისვრის. ოჯახის თავს სულ სხვა საქმე ევალა, დასაკლავი იყო დიდი მამალი, ღვინოც უნდა ამოეღო, ე-მალ-ა, გრაფინებში ჩამოესხა "წამალი." მეზობლის ბიჭს გადასძახა ბიძიკო, მოდი აგერ სტუმართან ნუ შემარცხვენ, დევიჭიროთ ის კუდრაჭა ყიყლიყო, მერე კიდო გავსწორდებით მე და შენ. მეორე ბავშვს სთხოვა სანამ აქ არ ვარ გეიქეცი, მამიხადე ის ჭური, გოუყევი ჩემებრ კაცურ ნაკვალავს, აქიდანვე შეისწავლე გზის "სუნი!" და იშლება მერე სუფრა მდიდრული, ჩიტის რძეც კი არ აკლია მაგიდას ჩვენში ასე იტყვიან და ის გულით ნათქვამია, ნაფიქრია, რა გინდა?... ჰო ასეა, ასე ხდება ძამია იმერეთში ყველასია სტუმარი, საცა წახვალ ყველგან ღია კარია, "კუხნაში" კი მჭადის გული სულ არის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა, გაიხარეთ. მადლობა, გაიხარეთ.
2. კი, კი <3
ასე აიშლებიან ხოლმე მაღლაკში მეზობლები, მე რომ ჩავალ, იას ბოვში ჩამოსულაო და ...
კარგია! კი, კი <3
ასე აიშლებიან ხოლმე მაღლაკში მეზობლები, მე რომ ჩავალ, იას ბოვში ჩამოსულაო და ...
კარგია!
1. მე, სუფთა სისხლის იმერელს, კი მეამა ეს ლექსი და... :)
მე, სუფთა სისხლის იმერელს, კი მეამა ეს ლექსი და... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|