| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 5 მარტი, 2021 |
თუნდაც გადამემტეროს მთელი საქალეთი და ჩემდა სამტყუნებელად,შეიკრას ერთ გუნდად! მაინც ვიჯიუტებ და...(ნებართვა მაქვს ღმერთიდან), სამი და რვა,-ორივე! მოგილოცო უნდა! არ ვკითხულობ არასდროს,-წელიწადის რა დროა? სუსხიანი ზამთარიც მეჩვენება თბილად! მადლს შევწირავ გამჩენელს,ამდენი რომ მადროვა... თუმცა, არ მავიწყდება,-ყოფნა მმართებს ფრთხილად! მემატება წლები და, საფიქრალიც მატულობს, შევძლებ შენარჩუნებას,დრომ რომ გამომატანა? გიყურებ და (ჩემთან ხარ) წასულივით გნატრულობ, სულით უდიადესო,გულით? ისევ პატარავ! მეცინება (იმათზე) გზად რომ ჩამსაფრებიან... მოსაპარად იმ გრძნობის,შენ რომ გისაკუთრია... ისევ გაზაფხულში ვარ,განა დამზამთრებია? ძველებურად ვიჟინებ,-ორჯერ ორი-ხუთია! თუნდაც თოფით დამსდევდეს, მთელი საქალეთი და... ჩემდა საცამტვერებლად შეიკრას ერთ გუნდად! ისევ ისე ჯიუტად, (ნებართვაა ღმერთიდან), სამი და რვა! ორივე! მოგილოცო უნდა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|