ნინო დარბაისელი
ფეისბუქ დარტყმა კლასიკის მხრიდან N2
1. იზა ორჯონიკიძის ლექსი -
უკანასკნელო ჩემო მაისო, გადამიმწვანე ლოდი და რიყე, მინდა სამარე ვარდით ამივსო, მინდა ქორწილი ეგონოთ ბრიყვებს...
2. ამ ლექსის ავტორს კი ....ვერ დავწერ...ვიცი, მაგრამ მეშინია, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მართლა გმირი კი არა! ნახევარ საფეისბუქოს სამუდამოდ გადავიმტერებ... (9,9 k რამდენია მოკვდავთა ენაზე?)
*** ისე ახლოა ზეცასთან მიწა, მიწასთან ერთად ვეხები ზეცას, მინდა ვარსკვლავებს იბნევდე თმაში, მინდა ნისლების პერანგი გეცვას.
მინდა დილამდე ეცეკვო სიზმრებს, სანამ ცხოვრება მომავალს ძერწავს, მერე ღრუბლებმა გატაროს ხელით, ქარები ვნებით კოცნიდეს ლერწამს.
იქ, სადაც ზღვები გაგიჟდა უკვე, ტალღები ბროლის ზმანებებს ლეწავს, მზესავით უნდა ავფეთქდე შენში და ვანაცვალო სიცოცხლე ერთ წამს.
მინდა ვარსკვლავებს იბნევდე თმაში, მინდა ნისლების პერანგი გეცვას.
- - მაგრამ ქურდის ქურდი ხოა ცხონებული ჩვენს ტურფა საქართველოში? ჰოდა, კიდევ მინდა ვცხონდე:
***
ისე ახლოა ეს ორი ლექსი, მინდა მომპარავს დავადო ხელი. მინდა ჩამთვლიმოს, გამხდარა ექვსი, არ მძინებია მართლა წუხელის.
მეტყვიან, არ ჰგავს, რასა ჩმახავო, ვერ მოგიშლია ძველი ზნე ისევ! შენ, ჩემო თავო ლექსუნახავო, მინდა, დაბრუნდეს ის სიმაისე!
მინდა, მიკრავდეს გულში მე იზა, როგორც მიკრავდა იგი ცოცხალი. ქურდო, მის ნათქვამს ძარცვავ რეიზა? მიშრება ყელი... წყალი, ო, წყალი!
ისე ახლოა ეს ორი ლექსი, მინდა, მომპარავს დავადო ხელი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ვახ! ეს როგორ ვერ გავიგე „პარნასიდან“ თქვენი დაბლოკვა+გამოსვლის ამბავი, ცნობისმოყვარე ვარ და როგორ გამომრჩა :)))
ვახ! ეს როგორ ვერ გავიგე „პარნასიდან“ თქვენი დაბლოკვა+გამოსვლის ამბავი, ცნობისმოყვარე ვარ და როგორ გამომრჩა :)))
12. ქალბატონო ნინო, რენუარის არ იყოს, აქ ვერც მე ვამჩნევ დიდ მსგავსებას, მაგრამ თქვენ,უკეთ იცით
და თქვენი ობიექტურობის ხომ, მჯერა და მჯერა.
ამ ჯგუფებს კი,(დავრწმუნდი) იმიტომ ჰქმნიან,რომ თავისი "სემიჩკასავით" წამოყრილი მდარე ლექსები შეაჩეჩონ მკითხველს.
"პარნასში" მოგისაკლისეთ. თქვენი იქ ყოფნით ვცანი და მიტომ შევუერთდი.
ახლა, სურვილი გამიქრა. ქალბატონო ნინო, რენუარის არ იყოს, აქ ვერც მე ვამჩნევ დიდ მსგავსებას, მაგრამ თქვენ,უკეთ იცით
და თქვენი ობიექტურობის ხომ, მჯერა და მჯერა.
ამ ჯგუფებს კი,(დავრწმუნდი) იმიტომ ჰქმნიან,რომ თავისი "სემიჩკასავით" წამოყრილი მდარე ლექსები შეაჩეჩონ მკითხველს.
"პარნასში" მოგისაკლისეთ. თქვენი იქ ყოფნით ვცანი და მიტომ შევუერთდი.
ახლა, სურვილი გამიქრა.
11. კი, მივიღე, ოღონდ ეგ ჩემი ლექსები არაა, ჯგუფში ატვირთულია ჩემს მიერ თარგმნილი მაიაკოვსკის წიგნების ფოტოები, (მხოლოდ ფოტოები, ტექსტების გარეშე) რაც არანაირად არ ნიშნავს ჩემი საკუთარი ლექსების გამოქვეყნებას ჯგუფში. ამიტომაც არ მახსოვდა :) :* კი, მივიღე, ოღონდ ეგ ჩემი ლექსები არაა, ჯგუფში ატვირთულია ჩემს მიერ თარგმნილი მაიაკოვსკის წიგნების ფოტოები, (მხოლოდ ფოტოები, ტექსტების გარეშე) რაც არანაირად არ ნიშნავს ჩემი საკუთარი ლექსების გამოქვეყნებას ჯგუფში. ამიტომაც არ მახსოვდა :) :*
10. ამწუთას ვუშვებ ფეისბუქის მესინჯერით და თუ არ მოგივიდა, აქ მაცნობე და სხვა გზას ვცდი ამწუთას ვუშვებ ფეისბუქის მესინჯერით და თუ არ მოგივიდა, აქ მაცნობე და სხვა გზას ვცდი
9. პ.ს. გადავამოწმე და არ ვარ მაგ ჯგუფის წევრი:( ან იქნებ ოდესღაც ვიყავი და გამოვედი, ვერ ვიხსენებ. პ.ს. გადავამოწმე და არ ვარ მაგ ჯგუფის წევრი:( ან იქნებ ოდესღაც ვიყავი და გამოვედი, ვერ ვიხსენებ.
8. მე არ მახსოვს და კარგი იქნება თუ ლინკს დადებ აქვე. ან მესინჯერში გამომიგზავნე ფბ ზე, თუ არ შეწუხდები. მე არ მახსოვს და კარგი იქნება თუ ლინკს დადებ აქვე. ან მესინჯერში გამომიგზავნე ფბ ზე, თუ არ შეწუხდები.
7. გასაგებია ნინო! ოღონდ დავბერდი და ეს თვისება - ასოჩხრეკიობა ვერა და ვერ მოვიშალე. ვიდრე ადამიანს რამეს საჯაროდ ვეტყოდე, ჯერ ფაქტს ვიჭერ ხოლმე ხელში. ახლაც ასე მოვიქეცი. ჯერ ის “სქრინშოთები” მოვიმარაგე, სადაც დასტურდება სწორედ შენ მიერ (!!!) დადებული პოსტები მაგ ჯგუფში და მერე დავწერე აქ კომენტარი. თუ ან შენ, ან ვინმეს აინტერესებს ფაქტის ნახვა, აქ, კომენტარში მითხრას, სად გადავუგზავნო და არ დავიზარებ. გასაგებია ნინო! ოღონდ დავბერდი და ეს თვისება - ასოჩხრეკიობა ვერა და ვერ მოვიშალე. ვიდრე ადამიანს რამეს საჯაროდ ვეტყოდე, ჯერ ფაქტს ვიჭერ ხოლმე ხელში. ახლაც ასე მოვიქეცი. ჯერ ის “სქრინშოთები” მოვიმარაგე, სადაც დასტურდება სწორედ შენ მიერ (!!!) დადებული პოსტები მაგ ჯგუფში და მერე დავწერე აქ კომენტარი. თუ ან შენ, ან ვინმეს აინტერესებს ფაქტის ნახვა, აქ, კომენტარში მითხრას, სად გადავუგზავნო და არ დავიზარებ.
6. ნინო:) მადლობა გამოხმაურებისთვის. იცი რაშია საქმე? მე არ მაქვს იზას ლექსი წაკითხული, ამიტომ აქ მოყვანილი ამონარიდით მსგავსება ვერ დავინახე, თუმცა შენი კომპეტენცია ჩემთვის საკმარისია რომ სიტყვაზე გენდო. ახლა რაც შეეხება ლიტ.ჯგუფებს:) თემურ ცერცვაძე გამიგია, მაგრამ ლექსებსაც თუ წერდა არ ვიცოდი:) სიმართლე გითხრა ამ კონტექსტის გარეშე ვერც მივხვდებოდი თუ საიდან გამიგია:) მაგ ჯგუფში მე არაფერს არ ვაქვეყნებ, შეიძლება ადმინმა დადო რაიმე , ზოგადად ჯგუფში რომ მამატებენ კი მინდა ხოლმე გამოსვლა, მაგრამ ტექნიკურად მეზარება, ვიყო რა, რა მენაღვლება:) გადასახადს არ მთხოვენ:)))) ერთადერთი ჯგუფი, სადაც რამოდენიმე ლექსი დავდე იყო "პარნასი", ეგეც შენი ბრალია:))))) ცხადია შენ გქონდა კეთილი განძრახვა როცა მიმიწვიე იქ, მაგრამ რაც მოხდა და როგორც მოხდა კი იცი... საბოლოოდ ადმინმა დამბლოკა ზუსტად იმის გამო, რის გამოც შენ დატოვე ჯგუფი. ისე კიდევ კარგი ეგრე მოხდა, მე ვერ ვიპოვე ჯგუფიდან გამოსვლის ოფცია:))))) საბოლოოდ დავასკვენი, რომ არც ერთი ჯგუფის საქმეში არ ჩავერიო, სადღა მაქვს თავი! ჩემს პირად ცხოვრებაშიც ძლივს ვერევი:)))))) :* ნინო:) მადლობა გამოხმაურებისთვის. იცი რაშია საქმე? მე არ მაქვს იზას ლექსი წაკითხული, ამიტომ აქ მოყვანილი ამონარიდით მსგავსება ვერ დავინახე, თუმცა შენი კომპეტენცია ჩემთვის საკმარისია რომ სიტყვაზე გენდო. ახლა რაც შეეხება ლიტ.ჯგუფებს:) თემურ ცერცვაძე გამიგია, მაგრამ ლექსებსაც თუ წერდა არ ვიცოდი:) სიმართლე გითხრა ამ კონტექსტის გარეშე ვერც მივხვდებოდი თუ საიდან გამიგია:) მაგ ჯგუფში მე არაფერს არ ვაქვეყნებ, შეიძლება ადმინმა დადო რაიმე , ზოგადად ჯგუფში რომ მამატებენ კი მინდა ხოლმე გამოსვლა, მაგრამ ტექნიკურად მეზარება, ვიყო რა, რა მენაღვლება:) გადასახადს არ მთხოვენ:)))) ერთადერთი ჯგუფი, სადაც რამოდენიმე ლექსი დავდე იყო "პარნასი", ეგეც შენი ბრალია:))))) ცხადია შენ გქონდა კეთილი განძრახვა როცა მიმიწვიე იქ, მაგრამ რაც მოხდა და როგორც მოხდა კი იცი... საბოლოოდ ადმინმა დამბლოკა ზუსტად იმის გამო, რის გამოც შენ დატოვე ჯგუფი. ისე კიდევ კარგი ეგრე მოხდა, მე ვერ ვიპოვე ჯგუფიდან გამოსვლის ოფცია:))))) საბოლოოდ დავასკვენი, რომ არც ერთი ჯგუფის საქმეში არ ჩავერიო, სადღა მაქვს თავი! ჩემს პირად ცხოვრებაშიც ძლივს ვერევი:)))))) :*
5. სამწუხაროდ თანამედროვე ლექსების 99 % ასე იქმნება სამწუხაროდ თანამედროვე ლექსების 99 % ასე იქმნება
4. ეგრეა, გადამღერებული ტექსტია... ეგრეა, გადამღერებული ტექსტია...
3. "დარტყმა კლასიკის მხრიდან , ნომერი ორი", ავტორი: ნინო დარბაისელი რომ არ დაგეფიცებინე, ნინო ჩემო, წყნარად გავატარებდი ამ ამბავს. ახლა იძულებული ვარ, კარტი გავხსნა. შენ რომ ჯგუფის წევრი ხარ ფეისზე, “ოცდამეერთე საუკუნის პოეზია” რომ ჰქვია და დღეს რომ მისი დამაარსებელის თემურ ცერცვაძის ეს ლექსი თარგმნა დარეჯან დანელიამ და ჯგუფის წევრთა გუნდურ სურათთან ერთად დადო, იქ წავაწყდი ამ ლექსს.
დრომ ისე მოიტანა, რომ პირადად ადამიანები იმის მეათედსაც არ ვიცნობთ და ვურთიერთობთ, რამდენსაც ინტერნეტში. მიუხედავად იმისა, რომ იმ ჯგუფის აქტიური წევრი ხარ, მინდა დავიჯერო, რომ ჯგუფის ხელმძღვანელის თემურ ცერცვაძის სახელიც არ გსმენია. უბრალოდ, ჯგუფი მოგეწონა , დებ ნაწერებს და მასპინძელი რაში უნდა გაინტერესებდეს. მიმნდობი ადამიანი ხარ შენ!
ახლა საქმე:
ერთსტროფიან ლექსში სამი ნიშანი რომ გამოვყო, რომელიც ნაქურდალში დასტურდება. წესით საკმარისი უნდა იყოს ეს კომპლექსში ჩემი ნათქვამის დასადასტურებლად:
ლექსის საზომი - ამაზე მეტყვი, რომ უაღრესად გავრცელებულიაო, კი ბატონო, ვერავის აუკრძალავ ამ საზომით წერას ლექსიკურ დონეზე - ლექსის საყრდენი სიტყვა ,, მინდა” ვერც ამ სიტყვის გამოყენებას ავუკრძალავთ ვინმეს, არა? უნდა ადამიანს და რა ქნას! პოზიციას რომ ტაეპის დასაწყისში აქვს მიჩენილი, მაგაზეც ხომ ვერ დავახრჩობთ. სადაც უნდა, იქ უნდა და მორჩა! 3.ახლა მთავარი - ქართულ პოეზიაში ნაკლებად გავრცელებული კავშირებითი წინადადება, კავშირებით კილოიანი ზმნებით... თითებზე ჩამოსათვლელია ასეთი მაგალითები ქართულ ლიტერატურულ პოეზიაში. საკმარისია თუ განვაგრძო?
"დარტყმა კლასიკის მხრიდან , ნომერი ორი", ავტორი: ნინო დარბაისელი რომ არ დაგეფიცებინე, ნინო ჩემო, წყნარად გავატარებდი ამ ამბავს. ახლა იძულებული ვარ, კარტი გავხსნა. შენ რომ ჯგუფის წევრი ხარ ფეისზე, “ოცდამეერთე საუკუნის პოეზია” რომ ჰქვია და დღეს რომ მისი დამაარსებელის თემურ ცერცვაძის ეს ლექსი თარგმნა დარეჯან დანელიამ და ჯგუფის წევრთა გუნდურ სურათთან ერთად დადო, იქ წავაწყდი ამ ლექსს.
დრომ ისე მოიტანა, რომ პირადად ადამიანები იმის მეათედსაც არ ვიცნობთ და ვურთიერთობთ, რამდენსაც ინტერნეტში. მიუხედავად იმისა, რომ იმ ჯგუფის აქტიური წევრი ხარ, მინდა დავიჯერო, რომ ჯგუფის ხელმძღვანელის თემურ ცერცვაძის სახელიც არ გსმენია. უბრალოდ, ჯგუფი მოგეწონა , დებ ნაწერებს და მასპინძელი რაში უნდა გაინტერესებდეს. მიმნდობი ადამიანი ხარ შენ!
ახლა საქმე:
ერთსტროფიან ლექსში სამი ნიშანი რომ გამოვყო, რომელიც ნაქურდალში დასტურდება. წესით საკმარისი უნდა იყოს ეს კომპლექსში ჩემი ნათქვამის დასადასტურებლად:
ლექსის საზომი - ამაზე მეტყვი, რომ უაღრესად გავრცელებულიაო, კი ბატონო, ვერავის აუკრძალავ ამ საზომით წერას ლექსიკურ დონეზე - ლექსის საყრდენი სიტყვა ,, მინდა” ვერც ამ სიტყვის გამოყენებას ავუკრძალავთ ვინმეს, არა? უნდა ადამიანს და რა ქნას! პოზიციას რომ ტაეპის დასაწყისში აქვს მიჩენილი, მაგაზეც ხომ ვერ დავახრჩობთ. სადაც უნდა, იქ უნდა და მორჩა! 3.ახლა მთავარი - ქართულ პოეზიაში ნაკლებად გავრცელებული კავშირებითი წინადადება, კავშირებით კილოიანი ზმნებით... თითებზე ჩამოსათვლელია ასეთი მაგალითები ქართულ ლიტერატურულ პოეზიაში. საკმარისია თუ განვაგრძო?
1. გაფიცებ ყველაფერს, რა ნიშნით მიამსგავსე?
ჰო, შეცდომაში რომ არავინ შევიდეს, ავტორი არ ვიცი და ვერც ვხვდები ვინაა. გაფიცებ ყველაფერს, რა ნიშნით მიამსგავსე?
ჰო, შეცდომაში რომ არავინ შევიდეს, ავტორი არ ვიცი და ვერც ვხვდები ვინაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|