ადრე როდესაც შენი კალთა ისე მეხურა, რომ ქარს ახლოსაც არ უშვებდი. კალთით მიცავდი. რა ტკბილი იყო კეჟერა და მჭადი გლეხურად.
რა კარგი იყო (სანამ გზები არ გავიცანი) ჩემი სოფელი. შობის ღამე. დილით ღვეზელი. სახლთან ლეღვის ხე. ლეღვის ხეზე ჭრელი ციცარი.
ახლა კი შორს ვარ და ზიზღიან ხმაში შეზელილ ლექსით გავუხსნი დაჟანგულ გულს ცოდვის საკეტებს. შენ არ ინაღვლო ჩემთვის რამე თუ ვერ შეძელი.
არც მე ვიდარდებ თუ ვერაფერს ვერ გავაკეთებ კარგად ამ ქვეყნად. შემიყოლა ქალის თამაშმა, ბევრჯერ დავმარცხდი თუმცა მაინც არ ჩავახედე
გულის სარკეში. ეშმაკმა რომ დაღი დამასვა მხარზე, ხედავდა, ზუსტად ვიცი, ამას იესო. ღორიც ვიყავი და მიყვარდა ხშირი ჭამა-სმა,
და არ მახსოვდა ჩემი, მწვანე, ლამაზი, ეზო დიდი ვაშლებით. რა გიამბო, როგორ დავმალო ჩემივე თავი. სული გზაში დამაწიეს, ომს
როცა ვაგებდი. დავივიწყე დილით მამა, რომ ბებოს კოცნიდა. ქარი მაძრობს ისევ სახურავს და ჩამოვდნები მალე, როგორც შაქრის მამალო.
ვიცი დაჩოქილს რომ შენს კალთას წამომახურავ და ამ ლექსს როგორ აღსარებას ისე მიიღებ. სანამ ხერხემალს, მშვილდის მსგავსად, ტვირთი გაღუნავს
და გადატყდება საბოლოოდ გადახრილი ხე. ერთიც მიმღერე. გამაგონე შენი ხმა ტკბილი. ბავშვობა ისევ მშვიდ ნაპირზე გამომირიყე.
სანამ ვარსებობ უშედეგოდ. ვხოხავ მატლივით და სანამ გამჭყლეტს ეს ცხოვრება, მინდა მადლობა გითხრა ათასჯერ. ჩემთვის არის დიდი პატივი
შენი შვილობა. შენი შვილის უსინათლობა და უვიცობა შეავედრე უფლის შეგირდებს. არ მიფიქრია არასოდეს სულის დათმობა.
გამომელია ოცნებაც და სანამ შეგიტევს ასაკი, გთხოვ რომ არ მიდარდო დამარცხებული შვილი. ცხოვრებას ცეცხლივით რომ ვერ წავეკიდე,
რომ დაიღვეთა საჩინო და უფრო მეფური მხრებიც, ზვავივით რომ ჩამოწვა დაბლა, მიწისკენ, რომ დაიღალა ხორცი-სულთან მირონცხებული,
რომ ვერ გავმდიდრდი, ვერ ვივარგე, რომ ვერ ვიცისკრე და ვერ აგენთე სანთელივით ისე ჩამოვდნი, რომ ვერ ავდექი ერთხელ ხელი როცა მიბიძგეს
და წავიქეცი და სიცოცხლე თუ არ გამომდის მაშინ მამყოფე შენს ბუდეში როგორც ბეღურა როგორც ეს ლექსი დაწერილი ამ საღამოთი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გულშიჩამწვდომი ლქსია. მონატრებაა უდარდელი ბავშვობის და ცხოვრებით იმედგაცრუება, ბევრისთვის გარდაუვალი. გულშიჩამწვდომი ლქსია. მონატრებაა უდარდელი ბავშვობის და ცხოვრებით იმედგაცრუება, ბევრისთვის გარდაუვალი.
2. როგორც დაგპირდი 26 თებერვალს. :) როგორც დაგპირდი 26 თებერვალს. :)
1. ძAლიან, ძალიან მომეწონა. შენ გაიხარე. ძAლიან, ძალიან მომეწონა. შენ გაიხარე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|