ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
26 მარტი, 2021


Сергей Есенин - Зелёная причёска

სერგეი ესენინი - ატარებ მწვანე ნაწნავთ

ატარებ მწვანე ნაწნავთ
და ქალწულებრივ გულმკერდს...
არყის ხევ, ლერწამტანავ,
წყალსატევს რისად უმზერ?

ქარი რას ამბობს ჩურჩნით,
ქვიშა რას მღერის მთბარი?
ეგებ კულულთა ბუჩქში 
გსურს სავარცხელი მთვარის?

თქვი საიდუმლო შენი,
ნაფიქრი დღედაღამით,
მიყვარს ეგ ნაღვლის მფენი
სთველის წინმსწრები ჩქამი.

არყმა მომიგო რიდით:
„ცნობისმოყვარევ, გესმის?
ამ ვარსკვლავიან ბინდში,
ცხარედ ტიროდა მწყემსი,

ჩრდილებს მოჰფენდა მთვარე,
აკიაფებდა ნარგავთ,
ჩემს შიშველ მუხლისთავებს
კაცი კოცნიდა ხარბად.

ღრმად ჩასუნთქების შემდგომ,
წართქვა: „ჩემი კვლავ გწამდეს,
მშვიდობით, ჩემო მტრედო,
წეროთა მოფრენამდე“.

26 მარტი, 2021 წ.


Сергей Есенин  - Зелёная причёска

Зелёная причёска,
Девическая грудь,
О тонкая берёзка,
Что загляделась в пруд?

Что шепчет тебе ветер?
О чем звенит песок?
Иль хочешь в косы-ветви
Ты лунный гребешок?

Открой, открой мне тайну
Твоих древесных дум,
Я полюбил печальный
Твой предосенний шум.

И мне в ответ берёзка:
"О любопытный друг,
Сегодня ночью звездной
Здесь слезы лил пастух.

Луна стелила тени,
Сияли зеленя.
За голые колени
Он обнимал меня.

И так, вдохнувши глубко,
Сказал под звон ветвей:
"Прощай, моя голубка,
До новых журавлей".

1918 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები