ნინო დარბაისელი მიეცით ნება! - - - - - - - - - -მიეცით ნება, ადამიანებს ლაპარაკის მიეცით ნება! მიეცით ნება, ის აკეთონ, რაც გულით უნდათ! მიეცით ნება, შეცდომები დაუშვან თუნდა!
თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ან სათქმელი აქვთ იმდენი, ანდა საქნელი? მარტო არა ხართ, რადგან თავადაც ასე ჰგონიათ, რომ დაიწყებენ, აღარც არასდროს გაჩერდებიან და არც ქანცი გამოეცლებათ.
შინაურ ქათმებს ღობე კიდეც რომ შემოუხსნა, იქნებ გავიდნენ ეზოს გარეთ, სადმე ახლოში, რამე საკენკით გატყუებულნი, მაგრამ გგონიათ, გაფრინდებიან?
ნაცნობი მყავდა. ერთხელაც რაღაც, სიმპათიური, პატარა ფილმი გამოუვიდა, მაგრამ მეორე ფილმის დადგმას და გადაღებას მერე წლობით ვეღარ ეღირსა. ათი მთავრობა გამოიცვალა და მეთერთმეტემ, აჰა, შენ - ფული და ადგილი! გაგვაგებინე, ერთი, რა გინდა, გადაიღეო! თქვენ როგორ ფიქრობთ, მართლა რამე გამოუვიდა? ხან ეზოზე თქვა, ბრუნდეაო, ხან ორგანიზმში რაღაც ისეთი აღმოიჩინა, რომლის წინაშეც მედიცინა უძლური იყო და დიაგნოზსაც ვერ დაუსვამდა.
ერთი ნაცნობი ასეთიც მყავდა, მთელი ცხოვრება წერდა, ხაზავდა და ერთ ძალიან-მაღალ-სკამოსანს კუდში დასდევდა, მომისმინეო. იმ ბიბლიური ქვრივისა და წყალობის წიგნის ამბავი გახსოვთ? იმდენი სდია, ერთხელაც მაღალ-სკამოსანმა მთელი თავისი ნაწერ -ნახაზით დაიბარა და ბოლომდისაც მოუსმინა, ბოლოს კი უთხრა, ძალიან მომწონს შენი აზრიო, მართლა რამდენი გიშრომიაო, მაგ საქმეს ახლა შენზე კარგად ვინ მიხედავსო, რაც საჭიროა, არ მოგერიდოს, ოღონდ დრო დავთქვათ, მაინც რამდენი დაგჭირდებაო. ერთად სურათიც ვადაიღეს. როგორ გგონიათ, როგორ გაგრძელდა ან რით დამთავრდა ამბავი ესე? არც რომ არაფრით! თავიდან სახით ბედნიერით იმ სურათს ირგვლივ დაატარებდა, მეორე წრეზეც შემოატარა, მესამედ - ყველამ მოიწყინა და იმის მერე საქმეს თავად ემალებოდა.
ერთი მომწონდა, არ ვიცი, იქნებ მიყვარდა კიდეც. რამდენი ვსდიე, სიახლოვეს არ მიმიკარა, ამასობაში წლებიც გავიდა და ერთ დღეს ისე შემომცინა, ხელი ჩამჭიდა, მთელი დღე სადღაც მაპორწიალა, მერე იმაღამ მარტოც დავრჩით და მეორე დღეს, დილაადრიან საღამოსათვის თითქოს შეხვედრის დროც კი დავთქვით, ადრე მივედი, ვიტრიალე, ვიწრიალე და იმის მოსვლას ორიოდე წუთიღა აკლდა, თითქოს ვიღაცამ უცებ ქეჩოში წამავლო ხელი და თავდაღმართზე ჩამათრია მოუხედავად, ახლო სიყვარულს - გაძლება უნდა, ლოდინის ჩვევა - სხვა არისო, შენ ამ ცხოვრებით ვერ იცხოვრებო. როგორც ცარიელ, დიდ ორმოში ჩაგიხედავს უცხო ქვეყნად მარტო მიმავალს და შიშით უკან გადამხტარხარ, უცებ ფეხი არ ჩამიცურდესო, გულიც - სიყვარულამოთხრილი ზუსტად ეგრეა, მერე დრო გავა და ხარახურით ამოივსება, პირზე მიწასაც მოიკიდებს, ბალახსა და ბაღსაც ახარებს მხოლოდ შენ იცი, რომ იმ ბაღქვეშ ხარახურაა და ყოველ ბიძგზე, სიმარტოვეში რახუნის და ჯახაჯუხის ხმები მოგესმის.
სხვაც ბევრი ვიცი, მაგრამ მოსმენით დაიღლებით, ესეც გეყოფათ! მოგონება - ადარდიანებს! ისევ სჯობია, დავუბრუნდეთ ადამიანებს:
რამდენხანს გასძლებს ან რას მოასწრებს ფერადი ბუშტი, პირმოუკრავად ხელგაშვებული?
მიეცით ნება ადამიანებს! მიეცით ნება, რამდენიც უნდათ, ილაპარაკონ, შექმნან, აკეთონ, აისრულონ იგი ოცნება. მიეცით ნება, მთელს ჩვენს პლანეტას მიეცით ნება!
ერთ დღეს იქნება აუტანლად დიდი გნიასი და სულ ესაა! კაცობრიობის მთელი ნება, მთელი სათქმელი ერთ კალენდარულ დღეში ეტევა. მიმოიხედეთ, მშვიდობისთვის როგორ იბრძვიან!... ბრძოლით დაღლილნი - გაჩუმდებიან, დაისადგურებს მდუმარება და გაიგონებთ გურგურს მტრედისას, სადღაც, ხმელეთზე ზეთისხილის ხეს რომ ინიშნებს და იმის ტოტზე ჩამოისვენებს, ვიდრე პატარა, მწვანეფოთლიან ღერს შეატეხდეს და კიდობნისკენ კარგი ამბით გაბრუნდებოდეს. იმ კიდობნიდან მთელი წელი, ნეტავ, სად და როგორ გაჰქონდათ ამდენი ჯიშის დედალ-მამლის მონასაქმები, ან ისეთ სუნში არ გინდა ყოფნა და დაძინება?! რა გეცინებათ, როგორია სულ ბნელში გდება! კაცობრიობას - ცუდად ახსოვს, ის რაც ძნელია, მტრედი კი კარგად ამახსოვრდება. მიეცით ნება! სიმართლეს მართლა არ სჭირდება ძეძვით შემოსვა, გაიფიქრებ და იმეორებს იმასვე ენა! - აი, დიქტოფონს დიქტატორმა ხელი მოუსვა, შეწყვიტა ფიქრი, წყალი მოსვა და შეისვენა, და რომ იხილა, ვარდ-მიხაკებს უკვე ესროდნენ წარმოსთქვა ჭექით ეს მარტოოდენ:
- მიეცით ნება ადამიანებს! მიეცით ნება, რამდენიც უნდათ, ილაპარაკონ, შექმნან, აკეთონ, აისრულონ იგი ოცნება. მიეცით ნება, მთელს პლანეტას მიეცით ნება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. კი აქვთ ნება ლაპარაკის რა ხანა, მაგრამ დაღლა.... გაიხარეთ კი აქვთ ნება ლაპარაკის რა ხანა, მაგრამ დაღლა.... გაიხარეთ
10. მაპატიეთ, მზიანე საყვარელო! უკვე დაწერილი მქონდა კომენტარი და გასული ვიყავი აქედან, როცა მივხვდი, რა ციგულისხმეთ და ვეღარ შემოვბრუნდი. მაპატიეთ, მზიანე საყვარელო! უკვე დაწერილი მქონდა კომენტარი და გასული ვიყავი აქედან, როცა მივხვდი, რა ციგულისხმეთ და ვეღარ შემოვბრუნდი.
9. კომენტარს მოყოლებული სიცილის სმაილები,ზუსტად მაგას ნიშნავდა,რაც მიპასუხეთ,ნინო! რა თქმა უნდა სარკაზმი იყო ჩადებული. კომენტარს მოყოლებული სიცილის სმაილები,ზუსტად მაგას ნიშნავდა,რაც მიპასუხეთ,ნინო! რა თქმა უნდა სარკაზმი იყო ჩადებული.
8. კომენტარს მოყოლებული სიცილის სმაილები,ზუსტად მაგას ნიშნავდა,რაც მიპასუხეთ,ნინო! რა თქმა უნდა სარკაზმი იყო ჩადებული. კომენტარს მოყოლებული სიცილის სმაილები,ზუსტად მაგას ნიშნავდა,რაც მიპასუხეთ,ნინო! რა თქმა უნდა სარკაზმი იყო ჩადებული.
7. მზიანე საყვარელო! იქნებ ახლიდან გადაგეკითხათ ეს ლექსი- პაროდია. მისი კონცეპტი აც სწორედ ისაა, რომ ადამიანების უფლებისა და თავისუფლების სახელით სპეკულირებენ ისინი, ვინც სინამდვილეში ლიმიტების დამწესებლები არიან, როგორც კი მათი გადასაწყვეტი იქნება რამე. ავტორი არ მახსოვს, იქნებ ტალეირანია, ასეთი რამ აქვს ნათქვამი, თითქმის ყველა ტირანია ბრძოლის დასაწყისში ქვეყნისა და კაცობრიობის, ადამიანთა ბედნიერების, თავისუფლების, უკეთესი მომავლის დაპირებათა ქურქშია გამოხვეულიო. ციტატა ზეპირად მომყავს, ნუ დამძრახავთ ცალკეულ უზუსტობათა გამო. მზიანე საყვარელო! იქნებ ახლიდან გადაგეკითხათ ეს ლექსი- პაროდია. მისი კონცეპტი აც სწორედ ისაა, რომ ადამიანების უფლებისა და თავისუფლების სახელით სპეკულირებენ ისინი, ვინც სინამდვილეში ლიმიტების დამწესებლები არიან, როგორც კი მათი გადასაწყვეტი იქნება რამე. ავტორი არ მახსოვს, იქნებ ტალეირანია, ასეთი რამ აქვს ნათქვამი, თითქმის ყველა ტირანია ბრძოლის დასაწყისში ქვეყნისა და კაცობრიობის, ადამიანთა ბედნიერების, თავისუფლების, უკეთესი მომავლის დაპირებათა ქურქშია გამოხვეულიო. ციტატა ზეპირად მომყავს, ნუ დამძრახავთ ცალკეულ უზუსტობათა გამო.
6. თავად ბრძანებთ ნინო,მიეცით ნებაო და ახლა სათაურის ზომის ლიმიტი გინდათ დაუწესონ?!:)))) ვინც მაგით ცდილობს ყურადღების მიპყრობას,მიუშვით,გაატარეთ:))) თავად ბრძანებთ ნინო,მიეცით ნებაო და ახლა სათაურის ზომის ლიმიტი გინდათ დაუწესონ?!:)))) ვინც მაგით ცდილობს ყურადღების მიპყრობას,მიუშვით,გაატარეთ:)))
5. ბრავო! ბრავო! შესანიშნავია!!! ბრავო! ბრავო! შესანიშნავია!!!
4. პროტესტის მშვენიერი გამოხატულებაა. პროტესტის მშვენიერი გამოხატულებაა.
3. მადლობა ნინა! როგორ სწორად ჩაწვდით ავტორის ჩანაფიქრს. ეს ლექსი მართლაც იმაზეა, როგორ ხდება მაღალზნეობრიობით კამუფლირებული ორატორული კლიშეებით დიქტატორთა მიერ ადამიანების, ხალხის მართვა. როგორ იმეორებს დიქტატორი თავის ჩანაფიქრთა და წრფელ ფიქრთა შორის ჩანართებად ხმამაღლა სათქმელს. მადლობა ნინა! როგორ სწორად ჩაწვდით ავტორის ჩანაფიქრს. ეს ლექსი მართლაც იმაზეა, როგორ ხდება მაღალზნეობრიობით კამუფლირებული ორატორული კლიშეებით დიქტატორთა მიერ ადამიანების, ხალხის მართვა. როგორ იმეორებს დიქტატორი თავის ჩანაფიქრთა და წრფელ ფიქრთა შორის ჩანართებად ხმამაღლა სათქმელს.
2. მერე რა რომ ზოგი აკეთებს, ზოგს ჰგონია რომ აკეთებს, ზოგს ამოქმედებს რეფლექსები, ზოგს რეფლექსიები. ნების მიცემაც კარგია და ირონიაც საჭირო რამაა, - წამლად გამოდგება. მერე რა რომ ზოგი აკეთებს, ზოგს ჰგონია რომ აკეთებს, ზოგს ამოქმედებს რეფლექსები, ზოგს რეფლექსიები. ნების მიცემაც კარგია და ირონიაც საჭირო რამაა, - წამლად გამოდგება.
1. ეს რა ახალი ტენდენცია ვლინდება ამ ბოლო დროს ურაკზე! ერთმა დაიწყო და სხვებსაც ჭკუაში დაუჯდა - უთუოდ ყურადღების მისაქცევი ეს ხერხი - იმსიგრძე სათაურს წერენ, ნახევარ გვერდს იკავებენ და დანარჩენი ავტორების ლექსები სადღაც, ბოლოშია მიჭუჭყნული. ნეტა ხომ არ დგება საჭიროება, რომ სათაურის ზომის ლიმიტი დადგინდეს ურაკზე? სიტყვათა ან ასო-ნიშანთა რაოდენობით განისაზღვროს.
ეს რა ახალი ტენდენცია ვლინდება ამ ბოლო დროს ურაკზე! ერთმა დაიწყო და სხვებსაც ჭკუაში დაუჯდა - უთუოდ ყურადღების მისაქცევი ეს ხერხი - იმსიგრძე სათაურს წერენ, ნახევარ გვერდს იკავებენ და დანარჩენი ავტორების ლექსები სადღაც, ბოლოშია მიჭუჭყნული. ნეტა ხომ არ დგება საჭიროება, რომ სათაურის ზომის ლიმიტი დადგინდეს ურაკზე? სიტყვათა ან ასო-ნიშანთა რაოდენობით განისაზღვროს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|