მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2021
სიკვდილის გაშარჟება
ცოტა ხნით მოვირბინე, ვერ ვიცლი დასარჩენად.
სიცოცხლით ვცდილობ ყველა სიკვდილის გაშარჟებას.
გამომდის. შვილიც კი მყავს და ლექსებს არაკრაკებს.
ბურთს ურტყამს მარცხენა ფეხს (მარჯვენას არანაკლებ).
ტელეფონს ჩამომართმევს. ბლოკს მოხსნის. თამაშითაც
თამაშობს სულ ყველაფერს და თუ ვერ დამამშვიდა
ღიმილით, ტაშსაც უკრავს ჩემს ჩხუბს და ცუდ საქციელს
და მართავს მის ჭკუაზე მშობლების მუტაციებს.
ორი თვის წინ შესრულდა სულ რაღაც წლინახევრივს
და უკვე საუკუნით მე მასში ვინახები.
ამიტომ მოვირბინე ცოტა ხნით დასარჩენად
და ასე მოვახერხე სიკვდილის გაშარჟებაც.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს, გაიხარე კარგო ადამიანო!
ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს, გაიხარე კარგო ადამიანო!
მუხა.
2021-04-18 18:30:20
1.
შარჟი-გაშარჟება :)) ქულებს დავტოვებ
შარჟი-გაშარჟება :)) ქულებს დავტოვებ
ვანანო.
2021-04-18 15:07:17
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
16.04.2026 01:16:36