 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 25 აპრილი, 2021 |
5 თომა არასდროს იგვიანებს, არ მახსოვს, ვთქვი თუ გამომრჩა მეთქვა, განა რას ცვლის, ჩემი სიტყვები? თქუანა თე დროს, ირი ართო ირთუ დო ირთუ, მჯერა, ამ სიტყვებს უთარგმნელად ბევრი მიხვდება. თომა ტრიალებს, არ ჩერდება, თომას ბეჯითი, რაც მთავარია, სანდო კაცის სახელი ახლავს და იშვიათად თუ იხილავთ ტაძრად, მეჩეთში, მას ხომ ღმერთივით უსასრულო დრო სულაც არ აქვს. სანთელს კი დედა უფრო ანთებს დილა-საღამოს, სახლში სანთელი მუდამ არის, რადგანაც იქვე, ერთი პატარა ჯიხურია, უჭირს და ვაჭრობს მოხუცი კაცი, როგორ ჰგვანან იმ კაცის ყვითელ, ჩამომდნარ, თითქმის უსიცოცხლო თითებს-სანთლები, რარიგად ჰგვანან ეს სანთლები, თითებს-ჩამოქნილს, მოხუცსაც სჯერა, არიანო ნეტარ-მართლები, მოხუცსაც სჯერა, რომ არსებობს სადღაც სამოთხე და ჯოჯოხეთიც, რა თქმა უნდა, იქვეა, სადღაც, ცხადზე ცხადია, აშკარა და გარდაუვალი... კარგი იქნება, ამ მოხუცთან თუნდ ერთი კათხა ლუდის დალევა-ფიქრობს თომა, განა უფალი, სხვა რამეს ამბობს?-გაიხსენეთ სიტყვა-მათესი თუ ღვთის სახელით იკრიბება ორი ან სამი, ღმერთიც იქაა, იმათ შორის, შენ კი დათესე მხოლოდღა იფქლი. დაისვენე. მოიმკე. ჭამე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დასაწყისი იმედისმომცემია საბალადოდ, ვნახოთ, ირმ :) ბალახა ცუდ ბიჭებზე არ დაწერს ხომ იცი :) დასაწყისი იმედისმომცემია საბალადოდ, ვნახოთ, ირმ :) ბალახა ცუდ ბიჭებზე არ დაწერს ხომ იცი :)
1. გავიცანი , როგორც იქნა , მეც თომა :)
კაი ბიჭი ჩანს.
ბალადაა .
გავიცანი , როგორც იქნა , მეც თომა :)
კაი ბიჭი ჩანს.
ბალადაა .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|