იოსებ ბროდსკი - ჭკუიდან კი არ შევიშლები, ზაფხული დამღლის...
ჭკუიდან კი არ შევიშლები, ზაფხული დამღლის, კომოდში პერანგს დაძებნი და კარგავ შუადღეს. სწრაფად მოვიდეს ზამთარი და დაფაროს ხალხი, ეს ქალაქები, სიმწვანე კი - მათზე უადრეს.
ტანგაუხდელი მივწვები და უცნობ წიგნს გავშლი, კითხვას შუიდან დავიწყებ და დროს ასე განვლევ, მსგავსად ბრმისაგან გაქცეული გაწვრთნილი ძაღლის - გზას რომ გადაჭრის, თუ ინთება შუქნიშნის მწვანე.
თავისუფლდები - როცა აღარ გახსოვს სახელი ტირანის მამის და ჰალვაზე ტკბილია - ნერწყვი; გადაგრეხილი ტვინი თუმც ჰგავს ვერძის რქაგრეხილს, ცისფერი თვალი არ ცრემლდება და აღარ მეწვის.
5 მაისი, 2021 წ.
Иосиф Бродский - Я не то что схожу с ума, но устал за лето…
Я не то что схожу с ума, но устал за лето. За рубашкой в комод полезешь, и день потерян. Поскорей бы, что ли, пришла зима и занесла всё это — города, человеков, но для начала зелень.
Стану спать не раздевшись или читать с любого места чужую книгу, покамест остатки года, как собака, сбежавшая от слепого, переходят в положенном месте асфальт.
Свобода — это когда забываешь отчество у тирана, а слюна во рту слаще халвы Шираза, и, хотя твой мозг перекручен, как рог барана, ничего не каплет из голубого глаза.
1976 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|