ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2021


ამატერასუ

ცას ტოვებდა სუსანოო, ხოლო ამატერასუ,
თითქოს ღრუბლებს მიეფარა დამნაშავე ბავშვივით,
ჯერ გაშავდა მთელი ზეცა, მერე მთელი ტერასა,
ყველაფერი გაშავდა...
ციური კლდის გამოქვაბულს მზის სხივები ეფინა,
მაშინ ბოლო ათინათიც ჩაქრა ზეცის კიდეზე,
შემდეგ ტალღამ გამორიყა ნაპირებზე დელფინი,
რამდენიმე მედუზაც...
ბინდი დადგა და უკუნი, ხოლო ბრინჯის მინდვრები,
სუსანოომ გადაუწვა და მოუკლა მხევალი...
ერთი ფიქრი მოეძალა ქალღმერთს დანამდვილებით,
გამოქვაბულს შევალო.
დაიმალა მზე-ღრუბლებში, ხოლო ამატერასუ,
სუსანოოს გაერიდა „ამა-ნო-ივატოში“...
ჯერ გაშავდა მთელი ზეცა, მერე მთელი ტერასა,
ხოლო ხეებს-გათოშილთ,
ჩრდილებიც კი აღარ ჰქონდათ, დარჩნენ ლანდის გარეშე,
გამოქვაბულს მიადგა, შესასვლელთან უძუმე...
ღმერთებს წასკდათ სიცილი და ზღვასთან წაითარეშეს,
სუსანოოს ძუძუმტე-
მათ სიცილზე გამოვიდა, ნახა, როგორ ცეკვავდა,
ამოყირავებულ ნავზე უძუმე და სარკეში,
საკუთარი ანარეკლით ცას სინათლე შემატა,
ღმერთებისკენ დაეშვა,
ცას ტოვებდა სუსანოო, ხოლო ამატერასუ,
ნათელივით მოეფინა ღრუბლებს, მზის გალავანთან,
ჯერ განათდა მთელი ზეცა, მერე მთელი ტერასა,
ყველაფერი განათდა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები