ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2021


გერტრუდას პასუხები-1

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
ფოსტალიონმა წერილები კართან მომიგდო,
შენ ვერც კი ხვდები, ამ წერილებს როგორ ველოდი,
კონვერტთა შეკვრას მოისროდა როცა ველოდან,
ფოსტის ბიჭუნა-აღარ მახსოვს მისი სახელი,
არც კი მიცდია მოლოდინის მისთვის გამხელა,
ახლა, ერთბაშად მიხარია, თან ვარ მწუხარე,
გარეთ თებერვლის სუსხია და ვზივარ ბუხართან,
დღეს ამ წერილებს დავალაგებ შენკენ, ბალიშზე,
შენი სუნი რომ ისევ ჰქონდეს, მაშინ, რა მიშავს,
წერილებს მანამ შევინახავ, ვიდრე უშენოდ,
სახლის წინ დარგულ კამელიებს ვარდებს ვუშენებ,
ერთ ამოსუნთქვად წავიკითხე შენი ლექსები,
წყალს წაუღია მარტოობა-დაგესესხები,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
ფოსტალიონმა წერილები კართან მომიგდო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები