 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 23 მაისი, 2021 |
რაა ადამიანისთვის სრულყოფა, ფასეულობა და შემეცნება, და აქვთ თუ არა მათ ერთმანეთთან კავშირი? თუ ვიტყვით, რომ ფასეული შემეცნებითს უფრო ემყარება ვიდრე სრულყოფილებას, ეს რად ჩაითვლება? იქნებ ასეც არის... თუნდაც განვმარტოთ, რომ სრულყოდა სხვათა ჩევილებზე დგას, საოცარ შემეცნებით მაგალითს მივიღებთ და შესაბამისად ფასეულიც გახდება ასეთი სრულყოფილება. ეს ის მაგალითია, როცა ვამბობთ: „სხვის შეცდომებზე სწავლაო!“
თუ ყველაფერს ამოვატრიალებთ, უკან სუფთა ფურცელს კი არ წავაწყდებით, არამედ დროს რომელიც გაჩერდა. გაჩერდა იქ სადაც შემეცნება ფასეულით სრულყოფილდა. და სამივე ერთის სიმბოლიზმია - არსის! არსა და იყოს! იყოს დრო - დრო, რომელიც არავის ხელს არ უშლის და არსი რომელიც ნაკვალია სრულყოფის, ფასეულისა და შემეცნების!
მაშ სად გაჩერდით: რუსთაველის გამზირზე თუ ფილოსოფოსთა ასახვევში? იქნებ სულაც ვარსკვლავთა შორის მოკიაფე მთვარესთან ან სულაც სულსა და ხორც შორის მდინარ მაცოცხლებელ სითხეში ვალბობთ დროში დაურთქლილ ფეხის გულებს? არა... ვგონებ ბაქანზე ვდგავართ სადაც დროც იცდის ჩვენთან ერთად.
არადა შეხედავ დროს და ხვდები მისი ანფასით თუ რა რიგ ჯამბაზია. არავინ ისე არ დასცინის ადამიანს როგორც დრო. მისი გრიმასები გიპყრობს და ენდობი. ბაქანზე მდგომს ერთი სული გაქვს ჩაეხუტო და გაჩერებულ დროს ზურგში გაჩხერილი ამოსაქოქი გასაღები დაუტრიალო. შენ ხელთაა თითქოს წარსული, აწმყო და მომავალიც. არადა, ისრები ხომ მიმართულებებს აჩვენებს და არა დროს. დრო განგრძობითი მცნებაა და მის გასავლელ თუ განვლილ გზას სრულებით არ უცქერს. დროს მახსოვრობა არ აქვს და არც ფერი, მით უფრო სუნი. დროს ადამიანები ვიმახსოვრებთ მოვლენათა გასახსენებლად. აშკარაა, ის მხოლოდ მოქმედებაშია და სხვა ძალა არ გააჩნია! ის ფანტომივითაა, რომელსაც ადამიანები ეჭიდებიან და თავისუფლებას უზღუდავენ შემდეგი ციტატებით: „დრო ფულია“, „დრომ დანდობა არ იცის“, „დრონი მეფობენ და არა მეფენი!“, „დრო ფუფუნებაა და არ უნდა გაფლანგო!“ „დრო გავატაროთ“ და ა.შ... დრო ჭარმაგი კაცია, რომელსაც წლოვანება არ გააჩნია!
დრო კი ფიქრობს შენი შემყურე: ეი, შენ! ჰო შენ, საცოდავო ადამიანო, იქნებ შეძლო და თვალი არ გამისწორო ან იქნებ დახარო თავი და ჩემ უბეში შენი წარსულის ბარათების ქექვას შეეშვა! როგორ ჯამბაზობ და მარიონეტს გიგავს სხეული, რომელსაც ძაფიც კი გაცვდენია და ჩემზე ლამობ ჭუჭყიანი ხელების შეხოცვას.
რა დროს მე ვარ, როცა შენ თავად გამექეცი და დატოვე ღიად კარი, მაგრამ დაგავიწყდა. დაგავიწყდა რომ წამის მემილიონედში იხურება ჩემი უსახელურო კარი! აი რას ვფიქრობ მე - დრო, როცა შენ ადამიანი იმ ბაქანზე დგახარ სადაც რომ მხოლოდ დროის მატარებელი დგება!
დროს ვერასოდეს გაატარებ, რადგან უხილავია და ვერ დაუთმობ გზას. დრო თავად გთმობს ისე, რომ ვერც კი მიხვდები შენი წლოვანების მქონე ადამიანმა რისთვის იცხოვრე ყოველ წელს სანთლის ჩაქრობით და ოცნებებით! ადამიანის ცნობიერმა „ორი დრო“ დაიზეპირა: ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ.
დრო, ერთი პატარა ყვავილია, პატარა ფურცლებით, რომელსაც ხელში დაიჭერ და ჩათქმულ ოცნებათა ახდენას შემდეგი სიტყვებით გაარკვევ: „იყო, არ იყო...“
გიგო რიონელი 23 მაისი 2021 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ურაპარაკს ხო უნდა ერთი ფილოსოფოსი? უნდა აბა არ უნდა?! ურაპარაკს ხო უნდა ერთი ფილოსოფოსი? უნდა აბა არ უნდა?!
2. უკვე შემოვიხედე.5 უკვე შემოვიხედე.5
1. დრო კი ფიქრობს შენი შემყურე: ეი, შენ! ჰო შენ, საცოდავო ადამიანო, იქნებ შეძლო და თვალი არ გამისწორო ან იქნებ დახარო თავი და ჩემ უბეში შენი წარსულის ბარათების ქექვას შეეშვა! როგორ ჯამბაზობ და მარიონეტს გიგავს სხეული, რომელსაც ძაფიც კი გაცვდენია და ჩემზე ლამობ ჭუჭყიანი ხელების შეხოცვას.
მიკვირს,აქ არავის შემოუხედავს?
გაიხარე შენა! 5 მენატრები მეგობარო!! დრო კი ფიქრობს შენი შემყურე: ეი, შენ! ჰო შენ, საცოდავო ადამიანო, იქნებ შეძლო და თვალი არ გამისწორო ან იქნებ დახარო თავი და ჩემ უბეში შენი წარსულის ბარათების ქექვას შეეშვა! როგორ ჯამბაზობ და მარიონეტს გიგავს სხეული, რომელსაც ძაფიც კი გაცვდენია და ჩემზე ლამობ ჭუჭყიანი ხელების შეხოცვას.
მიკვირს,აქ არავის შემოუხედავს?
გაიხარე შენა! 5 მენატრები მეგობარო!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|