 | ავტორი: ჭა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 9 მარტი, 2009 |
არის პოეტი. სიცოცხლე უყვარს თავგანწირვისთვის. ყოველი სიტყვა, ყოველი ლექსი ალალი და გულიდან ამოსული, უანგაროდ გაცემული, რადგან ის (პოეტი) არაფერს არ ებრაუჭება, არც სიცოცხლეს...უბრალოდ ტკივილებს იტევს თავისას, სხვისას, დედამიწის და ცის ტკივილებსაც..."ცაო რამხელა ტკივილებს იტევ, მიწა მესიზმრა წუხელის ძილში"
"მოგძებნი მაინც მიწიდან ცამდე, გულს გამოვიღებ, რომ მოგეფერო სისხლს დავიწურავ ბოლო წვეთამდე.."-კითხულობ და ეჭვიც არ გეპარება, ბოლო, ბოლო წვეთამდე დაიწურავს სისხლს...
"სიშიშვლე მტკივა სხვისი, ტკივილი მტკივა სხვისი... სიკვდილი მომკლავს სხვისი... ვარ კი ამისი ღირსი... -შენს თავმდაბლობას შემოევლოს მთელი დედამიწა პოეტო...სხვანაირი სიყვარული არ იცის
მან, იცის მხოლოდ სიყვარული თავგანწირვით, სხვას მე მგონი არც ქვია სიყვარული... "გადმოგიღვრიდი მთელ სიცოცხლეს სიკვდილის სამყოფს..." მისთვის ზღვარი აქაურსა და იქაურს შორის არ არსებობს და ისიც თავისუფლად გადად-გადმოდის: გადმოვდგები და მანდ სიკვდილშიც მოგეფერები". მიჰყვები მის ლექსებს და მთელ ცხოვრებას შემოივლი, მოხვდები ჭუჭყში, სიბინძურეში... ხან სიყვარულში და სიხარულშიც, ოღონდ ტკივილდაღდასმულ სიყვარულში და სიხარულში... მერე მიხვალ გზის გასაყართან და ისე ადვილად გადადგამ ნაბიჯს ამ სამყაროდან იმ სამყაროში, და თანაც ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს პირველად კი არ მოხვდი იქ, არამედ უკვე მერამდენეჯერ სტუმრობ იქაურობას... აი ესა ნიკა ჩერქეზიშვილის პოეზია... ალბათ სიყვარულს შეუძლია ყველა საზღვრის გარღვევა და დარღვევაც, სწორედ ასეა, სიყვარულია მთავარი მის პოეზიაში... მას ყველა უყვარს: ცოდვიანიც და უცოდველიც, მისი ლექსები ყველასია... ჩემია, ძალიან ჩემია, ამავე დროს ზოგადია, უყვარს, მაგრამ ტკივილით უყვარს, აღფრთოვანების გარეშე, გააზრებულად, ნაღდად... შიშველია მისი სიყვარული დედის სატრფოს, მეგობრის, უბრალოდ ადამიანის მიმართ... შიშველია მისი სული და არცერთ საზოგადოებაში არ გრძნობს უხერხულობას... სწორედ სიშიშვლით და გამბედაობით არის ლამაზი... ამ სილამაზეს კი ჭკნობა ვერ ეხება, ეს ტატოსეული სილამაზეა სულის... მთავარი სიტყვაა,- ეს იცის პოეტმა. ლექსში როცა სიტყვა არის მართალი და გულიდან მომავალი, ასეთი ლექსი არასოდეს კარგავს ხიბლს...მარტო პოეზიაში კი არა ურთიერთობაშიც და საერთოდ ყველაფერში, მთავარი ალბათ სიტყვაა მართალი... ლექსში დედამიწა დღეს ჩემი სახეა-აღსარებაა, ასშარაზე გამოტანაა ბინძური სულის...აქ რომ არ იყოს ავტორი გულრფელი, მაშინ ეს მხოლოდ სიტყვების რახარუხი იქნებოდა: "ხოდა დავდივარ ასე ბინძური, ვათრევ სულს ძვლებში უშნოდ გამოჩრილს თუ სადმე ვნახე შენი მიწური, ღმერთო შემინდე, ყელს ნუ გამომჭრი... ღვთის სუნთქვა ყველა ლექსში ისმის: იქ სადაც ავტორი ახსენებს უფალს და იქაც სადაც ავტორი არ წერს უფალზე... ყველგან, სტრიქონებს შორის დაჰქრის რაღაც მსუბუქი და ღვთიური სიო...უყვარს იესო, მთელი გულით, გონებით ენდობა ბოლომდე და მიდის მისკენ ხელებგაწვდილი: "ტალღებზე მიცდიდა ღმერთი, ვერ გადავედი წყალზე ნავიდან." პოეტის სული სავსეა ღვთის მადლით: "ვყვირი იესო და ვატარებ ხელში აყვანილს..." ცხოცრება სავსეა ჭუჭყით: "სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია, სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით, ქარმა ფოთლებივით აურ-დაურია ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები." გზას , ხსნას მხოლოდ იესოში ხედავს: " დედამიწიდან წამოვალ მალე და შენთან ერთად კვლავ დავბრუნდები." მთელი გულით მინდობილი მიმართავს იესოს: "ნებისაებრ შენისა მწყემსე და დამამკვიდრე წიაღსა შენსა" ნიკა ჩერქეზიშვილი არ არის მეამბოხე, ბობოქარი პოეტი, არამედ მან ბრძნულად განჭვრიტა და იცის, რომ ადამიანის ფაცა-ფუცი და ახალი გზების ძიება ამაოა და ხელოვნური... ნამდვილი უკვე დიდი ხანია აღმოჩენილია, მას მხოლოდ დანახვა უნდა... ის ხედავს... ხელითაც ეხება და ჩვენთვისაც ხელშესახებს ხდის ... როგორც ვთქვი უფალს ენდობა და ისე გულწრფელად, გადამდებია ეს ნდობა...მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ პოეტი მორჩილია თავისი ბედის, არა და არა..." თუ ფიქრობთ მაქციოთ მონად და თქვენს ნათქვამზე ავწიო ხელი, შეშლილებს ჩვენი გვარტყია ზონა... ამ ზონაში კი ვინც ეცდება უხეშად შესვლას, მზად არის ზედ შეასკდეს, იცავს თავის მრწამსს, თავის აზრს, იცავს კბილებით, სისხლით, ხორცით, სიცოცხლით იცავს : "გზა მაქვს ჩახერგილი, ბედს არ შევრიგდები..." ეს არის პოეტი მართალი, შიშველი... მზად არის მხოლოდ ერთ სიტყვაში, ნამდვილ სიტყვაში გაცვალოს სიცოცხლე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. ნიკა პოეტია, ნაღდი პოეტი, მართალი და გულიანი, დახვეწილი და თბილი, იშვიათია მისნაირი დღეს... ნიკა პოეტია, ნაღდი პოეტი, მართალი და გულიანი, დახვეწილი და თბილი, იშვიათია მისნაირი დღეს...
33. ნიკა პირველი ლექსიდანვე შევიყვარე. ნიკა პირველი ლექსიდანვე შევიყვარე.
32. ახლა წავიკითხე.. და.. გამიხარდა.. გამიხარდა.. მთელი გულით.. ახლა წავიკითხე.. და.. გამიხარდა.. გამიხარდა.. მთელი გულით..
31. მე აქ პირადად არავის ვიცნობ,მაგრამ ავტორის ენერგეტიკა ყოველთვის იგრძნობა...გავს თუ არა ის თავის ლექსს. დარწმუნებული ვარ ნ.ჩერქეზიშვილის ყველა სიტყვა მისი გულიდან მოდის... ყველა ამ საიტზე მყოფი ვერ დაიკვეხის ამას... ჩემი მოწონება და პატივისცემა ამ ბიჭს... მე აქ პირადად არავის ვიცნობ,მაგრამ ავტორის ენერგეტიკა ყოველთვის იგრძნობა...გავს თუ არა ის თავის ლექსს. დარწმუნებული ვარ ნ.ჩერქეზიშვილის ყველა სიტყვა მისი გულიდან მოდის... ყველა ამ საიტზე მყოფი ვერ დაიკვეხის ამას... ჩემი მოწონება და პატივისცემა ამ ბიჭს...
30. ქალები აქ სხვაგვარად შემოდიან. დავითი მქვია მეგობარო. გმინვა-მოყვასზე წუხილის აღმოთქმა არ უნდა იყოს უცხო პოეტისთვის. გააჩნია, რის, ან ვის მიმართ შორს მდგომად აღმითქვამ... ისე, მთლიანობაში შორიდან უკეთ სჩანს ხოლმე... სხვაგან, რომ დგახარ, საქმეც მაგაშია. ხელებს კი არ ვიქნევ, კეთილგანწყობით გიწვდი კეთილურთიერთობისთვის, ვისაც თვალნი აქვს, დაინახოს. ...და კიდევ: აქ პაექრობის და საერთოდ პაექრობის სურვილი არ მაქვს, თუ მაინცდამაინც, როცა იხსნილებს დუელში გიწვევ ნებისმიერ დუქანში(რესტორნები არ მიყვარს), საბრძოლო იარაღისაც იქვე შემოგვთავაზებენ; მე თიხის მირჩევნია... ქალები აქ სხვაგვარად შემოდიან. დავითი მქვია მეგობარო. გმინვა-მოყვასზე წუხილის აღმოთქმა არ უნდა იყოს უცხო პოეტისთვის. გააჩნია, რის, ან ვის მიმართ შორს მდგომად აღმითქვამ... ისე, მთლიანობაში შორიდან უკეთ სჩანს ხოლმე... სხვაგან, რომ დგახარ, საქმეც მაგაშია. ხელებს კი არ ვიქნევ, კეთილგანწყობით გიწვდი კეთილურთიერთობისთვის, ვისაც თვალნი აქვს, დაინახოს. ...და კიდევ: აქ პაექრობის და საერთოდ პაექრობის სურვილი არ მაქვს, თუ მაინცდამაინც, როცა იხსნილებს დუელში გიწვევ ნებისმიერ დუქანში(რესტორნები არ მიყვარს), საბრძოლო იარაღისაც იქვე შემოგვთავაზებენ; მე თიხის მირჩევნია...
29. ჯერ თავმდაბალი და მეგობრული განწყობის კაცი უნდა იყო, და შემდეგ შეიძლება გქონდეს პრეტენზია დიდ პოეტობაზე და ღმერთისკენ მიმავალი გზის კილომეტრაჟზე :) ჯერ თავმდაბალი და მეგობრული განწყობის კაცი უნდა იყო, და შემდეგ შეიძლება გქონდეს პრეტენზია დიდ პოეტობაზე და ღმერთისკენ მიმავალი გზის კილომეტრაჟზე :)
28. ესეც იმ დღეს წავიკითხე ნიკიმ რომ მიმაბლოკა:) ორივენი ძალიან კარგი ადამიანები ხართ:) ესეც იმ დღეს წავიკითხე ნიკიმ რომ მიმაბლოკა:) ორივენი ძალიან კარგი ადამიანები ხართ:)
27. სოდა.. :)
უინტერესო და უაზრო ხდება უკვე ეს ყველაფერი.. სულ სხვაგან ურტყამ.. მეგობარო.. სხვა მხარეს იქნევ ხელებს.. სხვა მხარეს ვდგავარ მე..
შორს ხარ.. შორს და.. მეც სულ სხვა გზით მივდივარ..
შემეშვი ერთი თუ კაცი ხარ.. :) თუ ქალი.. :)
სხვაგან ეძებე-მეთქი გითხარი და იგმინე იქვე.. ეჰ და ეჰ და როგორც გინდა კიდევ..
მაგარი ამპარტავანი ვარ.. ჰო?.. :) ჰო და ჰო.. :) სოდა.. :)
უინტერესო და უაზრო ხდება უკვე ეს ყველაფერი.. სულ სხვაგან ურტყამ.. მეგობარო.. სხვა მხარეს იქნევ ხელებს.. სხვა მხარეს ვდგავარ მე..
შორს ხარ.. შორს და.. მეც სულ სხვა გზით მივდივარ..
შემეშვი ერთი თუ კაცი ხარ.. :) თუ ქალი.. :)
სხვაგან ეძებე-მეთქი გითხარი და იგმინე იქვე.. ეჰ და ეჰ და როგორც გინდა კიდევ..
მაგარი ამპარტავანი ვარ.. ჰო?.. :) ჰო და ჰო.. :)
26. ისევ ეჰ და იგივე... ისევ ეჰ და იგივე...
25. ძალიან მოპმეწონა! ძალიან მოპმეწონა!
24. სხვაგან ეძებე.. სხვაგან ეძებე..
23. კიი, თავის თავ, ზოგჯერ სხვებისთვის სასიკეთოდ და ყურადსაღებად... კიი, თავის თავ, ზოგჯერ სხვებისთვის სასიკეთოდ და ყურადსაღებად...
22. წვეული ბევრია.. რჩეული ცოტა და.. ( -ნიკა უკვე 2 დღეა ეს ფრაზა მიტრიალებს თავში...8 მარტს პოეზიის საღამოზე... მთელ დარბაზში მხოლოდ ერთი რჩეული იჯდა...ტ. ხარხელაური... მაშინ ამეკვიატა ეს ფიქრი...)
წვეული ბევრია.. რჩეული ცოტა და.. ( -ნიკა უკვე 2 დღეა ეს ფრაზა მიტრიალებს თავში...8 მარტს პოეზიის საღამოზე... მთელ დარბაზში მხოლოდ ერთი რჩეული იჯდა...ტ. ხარხელაური... მაშინ ამეკვიატა ეს ფიქრი...)
21. ნიკაა სხვანაირად სუნთქავს... მიუხედავა ჰაერის სიმძიმისა ის "ფილტრავს" ჰაერს, რომ ისუნთქოს, ღრმად ... მისი ლექსები მისივე მაჯებიდან გადმოღვრილი სისხლის წვეთებია
ნიკაა სხვანაირად სუნთქავს... მიუხედავა ჰაერის სიმძიმისა ის "ფილტრავს" ჰაერს, რომ ისუნთქოს, ღრმად ... მისი ლექსები მისივე მაჯებიდან გადმოღვრილი სისხლის წვეთებია
20. თქვენი წარმატებული მცდელობა წასახალისებელია! თქვენი წარმატებული მცდელობა წასახალისებელია!
19. სოდა.. ჰო.. ეჰ და.. ეჰ.. და კიდევ ის.. რომ.. ყველა ადამიანი თავის თავს წერს.. ნაწარმოებებშიც და კომენტარებშიც.. და.. ხშირად თავისდაუნებურადაც კი.. :)
ეს სიტყვები ყოველგავრი ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე.. სოდა.. ჰო.. ეჰ და.. ეჰ.. და კიდევ ის.. რომ.. ყველა ადამიანი თავის თავს წერს.. ნაწარმოებებშიც და კომენტარებშიც.. და.. ხშირად თავისდაუნებურადაც კი.. :)
ეს სიტყვები ყოველგავრი ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე..
18. რა გულწრფელი ნაწერია,დავინახე და... მესიამოვნა ნანა ამ "ამპლუაში":-*
ნიკას ლექსები მოსაფერებელია რა გულწრფელი ნაწერია,დავინახე და... მესიამოვნა ნანა ამ "ამპლუაში":-*
ნიკას ლექსები მოსაფერებელია
17. ეჰ, ეს ამპარტავნება-თავმდაბლობის წინააღმდეგობანი... ეჰ, ეს ამპარტავნება-თავმდაბლობის წინააღმდეგობანი...
16. ძალიან საინტერესოა :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი. ძალიან საინტერესოა :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
15. უი,ჭა,ახლა ისე გამიხარდა ამის წაკითხვაააა...:)
ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანი და მისი ლექსები მართლაც სულ სხვაა...
არ ვიცი,მაგრამ მართლა გულით გამიხარდა, შენი თვალით დანახული ნ.ჩერქეზიშვილი...:)
:) უი,ჭა,ახლა ისე გამიხარდა ამის წაკითხვაააა...:)
ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანი და მისი ლექსები მართლაც სულ სხვაა...
არ ვიცი,მაგრამ მართლა გულით გამიხარდა, შენი თვალით დანახული ნ.ჩერქეზიშვილი...:)
:)
14. ქრიზანთემები
ბევრი არაფერი, ოთხი კედელი და ერთი ტახტი, საშუალოზე დაბალი ჭერი... ბოლო დროს რაღაც უჩვეულოდ მოტყდი და გახდი, უსურვილობის დაგედო ფერი.
ზიხარ კუთხეში მიყრდნობილი საკუთარ წარსულს, გტკივა ბეჭები... ოღონდ ეგ არა, თანაგრძნობა ნამდვილად არ გსურს, ტკივილს ეჩვევი.
ეს დღეც გუშინდელს ბაყაყივით თავზე მოება, ეძებს სოროებს მეათასედ მიკურთხებული, გიგდია სულში გაძარცვული ერთფეროვნება მიფურთხებული.
ოხრად დადიან ქუჩა–ქუჩა დიდი გუდებით კაცის სხეულში გადაცმული აბლაბუდები...
მაგრამ მოეშვი, ყელამდე ხარ შენ შენს მორევში...
იქნებ ოდესმე გაფერმკრთალდეს ღამე თენებით, აყვავდნენ ისევ დღეს დამჭკნარი ქრიზანთემები.
....
ისევ და.. ისევ.. რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა და რა უნდა იყოს ამაზე მეტი?.. სანამ ჩვენ ერთმანეთს ვხედავთ.. ყოველთვის იქნება ჰაერი დედამიწაზე.. როცა. საკუთარი თავის იქით ვეღარ დავინახავთ ვერაფერს.. მაშინ გაწვიმდება და თან საშინლად..
ბლაგვი.. ჩემს თავზე არ ვამბობ.. ნაღდად არა და.. წვეული ბევრია.. რჩეული ცოტა და.. თვითონ მან თქვა.. თქვენ კი არ ამირჩიეთ მე.. მე აგირჩიეთ თქვენო.. ჰოდა.. დანარჩენი მთქმელმა თქვას.. არიან ადამიანები ვისაც სინას მთაზე გამუდმებით ესმით გალობა მახლობელი მთების: წმინდა არს.. წმინდა არს.. წმინდა არს..
ვისაც ყურები აქვს.. ისმინოს..
და მე თუ დღემდე ვსუნთქავ მხოლოდ იმიტომ.. რომ.. ამის მწამს.. ქრიზანთემები
ბევრი არაფერი, ოთხი კედელი და ერთი ტახტი, საშუალოზე დაბალი ჭერი... ბოლო დროს რაღაც უჩვეულოდ მოტყდი და გახდი, უსურვილობის დაგედო ფერი.
ზიხარ კუთხეში მიყრდნობილი საკუთარ წარსულს, გტკივა ბეჭები... ოღონდ ეგ არა, თანაგრძნობა ნამდვილად არ გსურს, ტკივილს ეჩვევი.
ეს დღეც გუშინდელს ბაყაყივით თავზე მოება, ეძებს სოროებს მეათასედ მიკურთხებული, გიგდია სულში გაძარცვული ერთფეროვნება მიფურთხებული.
ოხრად დადიან ქუჩა–ქუჩა დიდი გუდებით კაცის სხეულში გადაცმული აბლაბუდები...
მაგრამ მოეშვი, ყელამდე ხარ შენ შენს მორევში...
იქნებ ოდესმე გაფერმკრთალდეს ღამე თენებით, აყვავდნენ ისევ დღეს დამჭკნარი ქრიზანთემები.
....
ისევ და.. ისევ.. რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა და რა უნდა იყოს ამაზე მეტი?.. სანამ ჩვენ ერთმანეთს ვხედავთ.. ყოველთვის იქნება ჰაერი დედამიწაზე.. როცა. საკუთარი თავის იქით ვეღარ დავინახავთ ვერაფერს.. მაშინ გაწვიმდება და თან საშინლად..
ბლაგვი.. ჩემს თავზე არ ვამბობ.. ნაღდად არა და.. წვეული ბევრია.. რჩეული ცოტა და.. თვითონ მან თქვა.. თქვენ კი არ ამირჩიეთ მე.. მე აგირჩიეთ თქვენო.. ჰოდა.. დანარჩენი მთქმელმა თქვას.. არიან ადამიანები ვისაც სინას მთაზე გამუდმებით ესმით გალობა მახლობელი მთების: წმინდა არს.. წმინდა არს.. წმინდა არს..
ვისაც ყურები აქვს.. ისმინოს..
და მე თუ დღემდე ვსუნთქავ მხოლოდ იმიტომ.. რომ.. ამის მწამს..
13. საინტერესოა.... გამიხარდა ასეთი რამ რომ ვნახე, რამოდენიმე ხნის უკან ერთ ადამიანთან ლაპარაკში ვთქვი, საინტერესო იქნებოდა - ფორუმელის თვალით დანახული ფორუმელი - ასეთი თემა გაგვეხსნაო. იმედია კიდევ მრავლად იქნება.... საინტერესოა.... გამიხარდა ასეთი რამ რომ ვნახე, რამოდენიმე ხნის უკან ერთ ადამიანთან ლაპარაკში ვთქვი, საინტერესო იქნებოდა - ფორუმელის თვალით დანახული ფორუმელი - ასეთი თემა გაგვეხსნაო. იმედია კიდევ მრავლად იქნება....
12. საინტერესოა ძალიან..კარგი იქნება ასეთი მიმოხილვები თუ დაიწერება სხვა ავტორებზეც..კარგი ტენდენციაა.
გეამბორე ხელზე. საინტერესოა ძალიან..კარგი იქნება ასეთი მიმოხილვები თუ დაიწერება სხვა ავტორებზეც..კარგი ტენდენციაა.
გეამბორე ხელზე.
11. მადლობთ ჭა....... მადლობთ ჭა.......
10. ბლაგვი ჭკვიანი ხარ ძალიან... -(ჭეშმარიტება კი არის ნაპოვნი მაგრამ თითოეულმა ისევ უნდა იპოვოს...) ბლაგვი ჭკვიანი ხარ ძალიან... -(ჭეშმარიტება კი არის ნაპოვნი მაგრამ თითოეულმა ისევ უნდა იპოვოს...)
9. რომ ნიკა ჩერქეზიშვილი არ არის მეამბოხე, ბობოქარი პოეტი, არამედ მან ბრძნულად განჭვრიტა და იცის, რომ ადამიანის ფაცა-ფუცი და ახალი გზების ძიება ამაოა და ხელოვნური... ნამდვილი უკვე დიდი ხანია აღმოჩენილია, მას მხოლოდ დანახვა უნდა... ის ხედავს... ხელითაც ეხება და ჩვენთვისაც ხელშესახებს ხდის ...
არ ვიცნობ და ვერაფერს ვიტყვი.........
ისე კი ვიტყვი რომ თუ ძიება არ დაიწყე არავინ მოგართმევს ლანგარზე ჭეშმარიტებას...... რადგან ნათქვამია "ვინც დაკარგავს სულს ჭეშმარიტებისთვის ის მოიპოვებს მას" -ო რომ ნიკა ჩერქეზიშვილი არ არის მეამბოხე, ბობოქარი პოეტი, არამედ მან ბრძნულად განჭვრიტა და იცის, რომ ადამიანის ფაცა-ფუცი და ახალი გზების ძიება ამაოა და ხელოვნური... ნამდვილი უკვე დიდი ხანია აღმოჩენილია, მას მხოლოდ დანახვა უნდა... ის ხედავს... ხელითაც ეხება და ჩვენთვისაც ხელშესახებს ხდის ...
არ ვიცნობ და ვერაფერს ვიტყვი.........
ისე კი ვიტყვი რომ თუ ძიება არ დაიწყე არავინ მოგართმევს ლანგარზე ჭეშმარიტებას...... რადგან ნათქვამია "ვინც დაკარგავს სულს ჭეშმარიტებისთვის ის მოიპოვებს მას" -ო
8. მეც მომეწონა, კარგი იყო :) მეც მომეწონა, კარგი იყო :)
7. მომეწონა ხედვა, მეგობარო!!! მომეწონა ხედვა, მეგობარო!!!
6. ჭაო მოგიკითხე :) ჭაო მოგიკითხე :)
5. სასიამოვნოა თქვენეული ხედვა ნიკასი, ქალბატონო ნანა. გულიანი და ნაღდია ადრესატივით... გაიხარეთ! სასიამოვნოა თქვენეული ხედვა ნიკასი, ქალბატონო ნანა. გულიანი და ნაღდია ადრესატივით... გაიხარეთ!
4. ნან, დიდი მადლობა. როგორ მიხარია... მშვენიერი წერილია უმშვენიერეს პოეტზე... და ნიკას პოეზია ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ დაიწეროს ასეთი და უფრო ვრცელი და საქმიანი კვლევანიც.... (გთხოვ, ჩაასწორე გაპარული შეცდომები) ... და ამოვიწერდი ამას: ,,სწორედ სიშიშვლითა და გამბედაობით არის ლამაზი...ამ სილამაზეს კი ჭკნობა ვერ ეხება, ეს ტატოსეული სილამაზეა სულის...'' :) ნან, დიდი მადლობა. როგორ მიხარია... მშვენიერი წერილია უმშვენიერეს პოეტზე... და ნიკას პოეზია ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ დაიწეროს ასეთი და უფრო ვრცელი და საქმიანი კვლევანიც.... (გთხოვ, ჩაასწორე გაპარული შეცდომები) ... და ამოვიწერდი ამას: ,,სწორედ სიშიშვლითა და გამბედაობით არის ლამაზი...ამ სილამაზეს კი ჭკნობა ვერ ეხება, ეს ტატოსეული სილამაზეა სულის...`` :)
2. მას ყველა უყვარს: ცოდვიანიც და უცოდველიც, მისი ლექსები ყველასია... ჩემია, ძალიან ჩემია, ამავე დროს ზოგადია, უყვარს, მაგრამ ტკივილით უყვარს, აღფრთოვანების გარეშე, გააზრებულად, ნაღდად... შიშველია მისი სიყვარული დედის სატრფოს, მეგობრის, უბრალოდ ადამიანის მიმართ... შიშველია მისი სული და არცერთ საზოგადოებაში არ გრძნობს უხერხულობას... სწორედ სიშიშვლით და გამბედაობით არის ლამაზი... ამ სილამაზეს კი ჭკნობა ვერ ეხება, ეს ტატოსეული სილამაზეა სულის...
მას ყველა უყვარს: ცოდვიანიც და უცოდველიც, მისი ლექსები ყველასია... ჩემია, ძალიან ჩემია, ამავე დროს ზოგადია, უყვარს, მაგრამ ტკივილით უყვარს, აღფრთოვანების გარეშე, გააზრებულად, ნაღდად... შიშველია მისი სიყვარული დედის სატრფოს, მეგობრის, უბრალოდ ადამიანის მიმართ... შიშველია მისი სული და არცერთ საზოგადოებაში არ გრძნობს უხერხულობას... სწორედ სიშიშვლით და გამბედაობით არის ლამაზი... ამ სილამაზეს კი ჭკნობა ვერ ეხება, ეს ტატოსეული სილამაზეა სულის...
1. კარგი პოეტის კარგი კრიტიკოსი:) კარგი პოეტის კარგი კრიტიკოსი:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|