ათანასე ფეტი - სიკვდილი
„სიცოცხლე მნებავს! - გაიძახის კადნიერებით - იყოს ტყუილი! დაე, იყოს თუნდაც ზმანება!“ აზრზეც არაა, ყინულია წამიერების, მისი ფენის ქვეშ - ბობოქარი ოკეანეა.
სად გადვიხვეწო? ვით შევიცნო ყალბი, ნამდვილი? წუთისოფელში სად მოვნახო მტკიცე საყრდენი? - ყველა ღიმილი, გაფურჩქნილი ყველა ყვავილი თუკი სიკვდილით დაღდასმულა, ქრება წახდენით.
თუ აირჩიეს მესვეურად ბრმა მათხოვრებმა თვალებდავსილი, ვერ გაიგნებს გზას წინამძღვარი; ღვთის მყვირალ ბაზარს თუ შევადრით ქვეყნად ცხოვრებას, მაშ, სიკვდილია საუკუნო მისი ტაძარი!
30 მაისი, 2021 წ.
Афанасий Фет - СМЕРТЬ
"Я жить хочу! - кричит он, дерзновенный. - Пускай обман! О, дайте мне обман!" И в мыслях нет, что это лед мгновенный, А там, под ним, - бездонный океан.
Бежать? Куда? Где правда, где ошибка? Опора где, чтоб руки к ней простерть? Что ни расцвет живой, что ни улыбка, - Уже под ними торжествует смерть.
Слепцы напрасно ищут, где дорога, Доверясь чувств слепым поводырям; Но если жизнь - базар крикливый бога, То только смерть - его бессмертный храм.
1878
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|