ალბათ, ყველას გინახავთ ქათმები. იცით, როგორი ლამაზები და ნაირფერები არიან ისინი. ზოგი თეთრია, ზოგი ჩალისფერი, შავი, ჭრელი, ნაცრისფერი, დაწინწკლული. გაგიკვირდებათ, მაგრამ ადრე, ყველანი ერთი ფერისანი იყვნენ, უბრალოდ - თეთრები. ერთ სახლში, რომელიც იმ უდაბური ტყის პირზე იდგა, სადაც ჯადოსანი ცისფერი ფერია ცხოვრობდა, კრუხს ძალზე ცელქი წიწილები ჰყავდა. სად არ იჩხრიკებოდნენ, სად არ მიძვრებოდნენ, სად არ ჰყოფდნენ თავიანთ პაწაწა, ცნობისმოყვარე ნისკარტებს. კრუხი სულ ქოთქოთებდა და ეძახდა თავის თავნება შვილებს. ერთხელ შუადღეზე, როცა ძალიან ცხელოდა, კრუხმა შემოიკრიბა თავისი პატარები, ყველას მოეფერა და სთხოვა: - ცოტა ხნით დავიძინოთ შვილებო, მეც ძალიან დავიღალე თქვენს დევნაში და ძალების მოკრება მჭირდება. ზოგ წიწილას დაეძინა, ზოგი უბრალოდ ისვენებდა. ერთი, ყველაზე მოუსვენარი, ანცი წიპუნა წრიალებდა და გვერდით მყოფ და-ძმათაც არ ასვენებდა. - მოდი, ტყეში გავიპაროთ. ახლა იქ გრილა. თან რამდენ ახალს გავიგებთ... - წასჩურჩულა ძამიკოს. მან ჯერ იუარა, მაგრამ, მერე ჭკუაში დაუჯდა წიპუნას ნათქვამი. გვერდით მყოფსაც გააგებინა, მან მის გვერდით მყოფს გადასცა და მალე წიწილების უმრავლესობა ფეხაკრეფით გაემართა ღობისკენ. დანარჩენებს და კრუხს არაფერი გაუგიათ, მშვიდად ეძინათ. მოგზაურები ღობის ღრიჭოში გაძვრნენ და ტყეს მიაშურეს. იქ, მართლაც გრილოდა და საოცარი სიჩუმე იდგა. წიწლებმა ჭიაყიელებიც ამოთხარეს, გადასანსლეს და და უფრო ყოჩაღად გააგრძელეს გზა. თურმე ადრე ყვავილებიც უფერონი იყვნენ და ცისფერი ფერია მათ შესაღებად ემზადებოდა. ეზოში საღებავები გამოეტანა. ყველა თავახდილი იყო. ფერია არჩევდა, რომელი ყვავილი რა ფერად შეეღება, რომ მისი ყურადღება წიწლების წივწივმა მიიქცია. ისინი, წიპუნას მეთაურობით, გამწკრივებულნი, ფეხაწყობილები მიაბიჯებდნენ ბილიკზე. ფერიას გაუკვირდა მათი დანახვა. მოეწონა გამბედავი, ღუნღულა წიწილები და ეზოში შემოიპატიჟა. მოუსვენარმა წიწილებმა ეზო წამში მოირბინეს. თავიანთი ცნობისმოყვარე ცხვირ-ნისკარტები ყველგან შეჰყვეს. უცებ, ერთმა მათგანმა წაიფორხილა და შავ საღებავიან ვარცლში მოადინა ტყაპანი. ფერიამ უცებ ამოიყვანა გაწუწული წიწილა. მან ბუმბული რამდენჯერმე მძლავრად შეიბერტყა და წინწკლები გვერდით მყოფს შეეშხეფა. ის ისე ლამაზად დაიწინწკლა, რომ ფერიამ ჰკითხა: - გინდა, ასეთი დარჩე? წიწილას მოეწონა განსხვავებული სამოსი და დაეთანხმა. - ჩვენც გვინდა სხვანაირი სამოსი - წამოიძახეს წიწილებმა. ზოგი ჩალისფერ საღებავში ჩახტა, ზოგი - ნაცრისფერში. ზოგმა ნისკარტი ამოავლო საღებავში და ბუმბულზე მიისვ-მოისვა. ფერიამ, ჯადოსნური ჯოხით, ყველას შეუნარჩუნა არჩეული ფერი. გახარებული წიწილები სახლისკენ გაემართნენ. ამასობაში კრუხს გაღვიძებოდა და დარჩენილ წიწილებთან ერთად ქოთქოთით ეძებდა დაკარგულ შვილებს. შეღებილი წიწილების დანახვაზე ელდა ეცა, მაგრამ ისინი ისეთი მხიარული წივწივით შემოეხვივნენ დედას და ისე ამაყად უყვებოდნენ ფერიასთან სტუმრობის ამბავს, რომ კრუხს გული მოულბა. მოეფერა მათ და უთხრა: - ჩემო პატარებო, მოუსვენრებო და ცელქებო! გამბედაობა და სიახლის ძიება კარგი თვისებაა, მაგრამ სიფრთხილეცაა საჭირო. რომ გამეპარეთ, ეს ცუდი საქციელია. ქორს, ძერას, მიმინოს ან ყვავს რომ შეემჩნიეთ მაშინ? ვინ დაგიცავდათ? ვინ შეგიფარებდათ? ამიტომ, გახსოვდეთ, შემდეგში მე მითხარით თქვენი სურვილი და ერთად ავიხდინოთ ის. მეც არ ვინერვიულებ და თქვენც უფრო უსაფრთხოდ იქნებით. დარცხვენილი წიწილები დაეთანხმნენ დედიკოს. შეუძვრნენ ფრთების ქვეშ და დაღლილებმა ტკბილად დაიძინეს. აი, იმ გამბედავი წიწილების შთამომავლები არიან თეთრი, შავი, დაწინწკლული, ჩალისფერი, ნაცრისფერი და ჭრელი ქათმები .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ტკბილი ამბავია, მორალიც კარგი აქვს. ერთი მცირე რეკომენდაცია: წიწილები და მწკრივზე არ დადიან, არეულად და ჯგუფურად დადიან. მწკრივზე დადიან იხვის ჭუჭულები და ბატის ჭუკები. სხვა - უნაკლო.
ტკბილი ამბავია, მორალიც კარგი აქვს. ერთი მცირე რეკომენდაცია: წიწილები და მწკრივზე არ დადიან, არეულად და ჯგუფურად დადიან. მწკრივზე დადიან იხვის ჭუჭულები და ბატის ჭუკები. სხვა - უნაკლო.
7. აქ ველოდები საბავშვო საინტერესო რამეებს. შესანიშნავი წარმოსახვის უნარი, აზროვნება ლოგიკური, ასოციაციები ადექვატური, ზოგადი განათლება მაღალი და რაც მთავარია ადამიანური თვისებებით შემკული პიროვნება ვბრძანდებით ქალბატონო მანანა შენიშვნა არ მომიცია , ჩემი კონკრეტული აზრი გამოვთქვი. აქ ველოდები საბავშვო საინტერესო რამეებს. შესანიშნავი წარმოსახვის უნარი, აზროვნება ლოგიკური, ასოციაციები ადექვატური, ზოგადი განათლება მაღალი და რაც მთავარია ადამიანური თვისებებით შემკული პიროვნება ვბრძანდებით ქალბატონო მანანა შენიშვნა არ მომიცია , ჩემი კონკრეტული აზრი გამოვთქვი.
6. გავიხსენე ბავშვობა და ვისიამოვნე. ძალიან მიყვარს ქათმები და წიწილები❤ გავიხსენე ბავშვობა და ვისიამოვნე. ძალიან მიყვარს ქათმები და წიწილები❤
5. მუხა, "მაინტერესებს ბავშვის გონებრივი განვითარების რომელ სფეროს და ასაკს აკმაყოფილებს " ყოჩაღი წიწილების თავგადასავალი"-ო
გიპასუხებთ, ალბათ 4-6 წლის ასაკიდან. ეს ზღაპარი ჩემი 4 წლის შვილიშვილის შეკითხვამ მომაფიქრებინა (რატომაა ქათმები სხვადასხვანაირი ტანსაცმლითო) ალბათ სოფლელ პატარას, ვინც რეალურად ხედავს სხვადასხვა ფერის ბუმბულით შემოსილ ქათმებს, მოეწონება ეს ზღაპარი ;) რაც შეეხება იმას, რომტექნიკურმა ცივილიზაციამ თითქმის ჩაანაცვლა კითხვა, ახალი არ არის, მაგრამ მე მგონია, ყველაფერი სხვისი თვალით აღქმული და მზამზარეულად მიწოდებული, ბავშვის გონებას გააზარმაცებს და წარმოსახვის უნარს დააჩლუნგებს. იქნებ ვცდები, მაგრამ წიგნთან ურთიერთობა ბევრ რამეში ჯობია კომპიუტერ-ტელეფონთან ჯდომას.
ვანანო, მეც დავძველდი :) საიტის შექმნის დღიდან ვარ თითქმის, ადამიანური განცდების დეფიციტი მარტრლაც მაწუხებს. ყველას წარმატებები. როცა შენიშვნას, რჩევას გაძლევენ, სტიმულიც მეტია <3, თორემ, თუ აქ არ წაიკითხეს, ეს დიდი ტრაგედია არაა.
მუხა, "მაინტერესებს ბავშვის გონებრივი განვითარების რომელ სფეროს და ასაკს აკმაყოფილებს " ყოჩაღი წიწილების თავგადასავალი"-ო
გიპასუხებთ, ალბათ 4-6 წლის ასაკიდან. ეს ზღაპარი ჩემი 4 წლის შვილიშვილის შეკითხვამ მომაფიქრებინა (რატომაა ქათმები სხვადასხვანაირი ტანსაცმლითო) ალბათ სოფლელ პატარას, ვინც რეალურად ხედავს სხვადასხვა ფერის ბუმბულით შემოსილ ქათმებს, მოეწონება ეს ზღაპარი ;) რაც შეეხება იმას, რომტექნიკურმა ცივილიზაციამ თითქმის ჩაანაცვლა კითხვა, ახალი არ არის, მაგრამ მე მგონია, ყველაფერი სხვისი თვალით აღქმული და მზამზარეულად მიწოდებული, ბავშვის გონებას გააზარმაცებს და წარმოსახვის უნარს დააჩლუნგებს. იქნებ ვცდები, მაგრამ წიგნთან ურთიერთობა ბევრ რამეში ჯობია კომპიუტერ-ტელეფონთან ჯდომას.
ვანანო, მეც დავძველდი :) საიტის შექმნის დღიდან ვარ თითქმის, ადამიანური განცდების დეფიციტი მარტრლაც მაწუხებს. ყველას წარმატებები. როცა შენიშვნას, რჩევას გაძლევენ, სტიმულიც მეტია <3, თორემ, თუ აქ არ წაიკითხეს, ეს დიდი ტრაგედია არაა.
4. 1. რომ წაიკითხონ, ნეტავ რა არის საჭირო? ინტრიგული სათაური, ნაცნობობა თუ...? მანანა კაკაჩია. აქ არ კითხულობენ იმიტომ რომ : უმრავლესობა ალბად , აქ ახალგაზრდა ასაკისაა, შეიძლება ჯერ ბავშვები არ ჰყავთ, ან არ აინტერესებთ, საბავშვოები,მე მაგ. პუბლიცისტიკა უფრო. ან ბავშვიც რომ ჰყადეს დღეს ვის აინტერესებს წიწილები? დრო შეიცვალა , შეხედულებები შეიცვალა, ტექნიკური ცივილიზაცია სწრაფად ვითარდება, ტელევიზიამ და კომპიუტერმა შექმნა სრულიად ახალი ესთეტიკა, ახალი თემები , ინფორმაცია ბავშვებისთვის ადვილი მისაწვდომი გახადა, მასიური მკითხველი ნაწერისადმი ინდიფერენტული გახდა. მით უმეტეს მომავალი ბავშვების აღქმა განსხვავებულია წინანდელთან, ტექნიკური ცივილაზაცია გვთავაზობს უკვე გამზადებულ ფორმატს, ნაწერის წასაკითხად თუ ჩვენი ინტერპრეტაცია იყო საჭირო, ახლა კომპიტერი და ტლევიზია თავად არიან ინტერპრეტატორები . წაკითხულის გაგების საზღვრები ადრე უფრო ინდივიდუალური იყო, რა იცი . შეიძლება მომავალში ტექნიკურმა პროგრესმა სულიერ ნიუანსებშიც შეძლოს ჩაღწევა. თქვენ გაქვთ ძალიან მრავალი საინტერესო ნაწარმოებები, კარგადაც წერთ მაგრამ მაინტერესებს ბავშვის გონებრივი განვითარების რომელ სფეროს და ასაკს აკმაყოფილებს " ყოჩაღი წიწილების თავგადასავალი" 1. რომ წაიკითხონ, ნეტავ რა არის საჭირო? ინტრიგული სათაური, ნაცნობობა თუ...? მანანა კაკაჩია. აქ არ კითხულობენ იმიტომ რომ : უმრავლესობა ალბად , აქ ახალგაზრდა ასაკისაა, შეიძლება ჯერ ბავშვები არ ჰყავთ, ან არ აინტერესებთ, საბავშვოები,მე მაგ. პუბლიცისტიკა უფრო. ან ბავშვიც რომ ჰყადეს დღეს ვის აინტერესებს წიწილები? დრო შეიცვალა , შეხედულებები შეიცვალა, ტექნიკური ცივილიზაცია სწრაფად ვითარდება, ტელევიზიამ და კომპიუტერმა შექმნა სრულიად ახალი ესთეტიკა, ახალი თემები , ინფორმაცია ბავშვებისთვის ადვილი მისაწვდომი გახადა, მასიური მკითხველი ნაწერისადმი ინდიფერენტული გახდა. მით უმეტეს მომავალი ბავშვების აღქმა განსხვავებულია წინანდელთან, ტექნიკური ცივილაზაცია გვთავაზობს უკვე გამზადებულ ფორმატს, ნაწერის წასაკითხად თუ ჩვენი ინტერპრეტაცია იყო საჭირო, ახლა კომპიტერი და ტლევიზია თავად არიან ინტერპრეტატორები . წაკითხულის გაგების საზღვრები ადრე უფრო ინდივიდუალური იყო, რა იცი . შეიძლება მომავალში ტექნიკურმა პროგრესმა სულიერ ნიუანსებშიც შეძლოს ჩაღწევა. თქვენ გაქვთ ძალიან მრავალი საინტერესო ნაწარმოებები, კარგადაც წერთ მაგრამ მაინტერესებს ბავშვის გონებრივი განვითარების რომელ სფეროს და ასაკს აკმაყოფილებს " ყოჩაღი წიწილების თავგადასავალი"
3. აქ შემოვალ მ,ოგვიანებით. აქ შემოვალ მ,ოგვიანებით.
2. მეც იგივე შეკითხვა მიჩნდებოდა, მაგრამ უკვე დავძველდი, თქვენგან კი მიკვირს :)) აქ ყველაფერი საოცრად არასტაბილურად მიმდინარეობს, შეფასებები, ქულები და თავფურცელზე გასვლები.. ნორმალური ადამიანური განცდების გამოხატვა უფრო არანორმალური მოვლენაა ამ გვერდზე, ან შტერად გთვლიან ან სულელად.. სამაგიეროდ აი, თუ რაიმე გადახრა გაქვს, იცოცხლე-გაღიარებენ!! :დდ :დდ მეც იგივე შეკითხვა მიჩნდებოდა, მაგრამ უკვე დავძველდი, თქვენგან კი მიკვირს :)) აქ ყველაფერი საოცრად არასტაბილურად მიმდინარეობს, შეფასებები, ქულები და თავფურცელზე გასვლები.. ნორმალური ადამიანური განცდების გამოხატვა უფრო არანორმალური მოვლენაა ამ გვერდზე, ან შტერად გთვლიან ან სულელად.. სამაგიეროდ აი, თუ რაიმე გადახრა გაქვს, იცოცხლე-გაღიარებენ!! :დდ :დდ
1. რომ წაიკითხონ, ნეტავ რა არის საჭირო? ინტრიგული სათაური, ნაცნობობა თუ...? რომ წაიკითხონ, ნეტავ რა არის საჭირო? ინტრიგული სათაური, ნაცნობობა თუ...?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|