ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Hermine
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2009


გისმენდი არა იმიტომ, რომ მეტი გამეგო
შენ მინდოდა დამენახე..
გიყურებდი არა იმიტომ, რომ მსიამოვნებდა
ზოგჯერ ვერ გცნობდი..
ჩემს წინ იჯექი და მაინც გეძებდი
მემალებოდი.
გეხვეოდი და ვხუჭავდი თავლებს..
მინდოდა შენი სუნი შემენახა.
ზოგჯერ საკუთარი თავიც მეკარგებოდა,
მერე ისევ შენთან ვპოულობდი.
არაფერი არ მინდოდა,
მხოლოდ შეგრძნებებს ვიმახსოვრებდი...
დროს შენ მოყავდი, 
მაგრამ მასში ვერასოდეს ვეტეოდი..
და იცი ამ დროს,
გრძნობები დასაზღვრულობას აუქმებდნენ,
მე კი ვრჩებოდი გამჭვირვალე საზღვრებს მიღმა..
და იმ სამნებიდან ისევ მოვედი, რომ გითხრა:
მოდი ერთმანეთის მარტოობა გავცვალოთ
შენ ჩემი, მე კი შენ
ასე ვეცდები მიგისაკუთრო...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები