| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 18 ივნისი, 2021 |
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო, უშენოდ თეთრად გავათენე ღამე-მორიგი, ლამის სამ-სამჯერ წავიკითხე თითო წერილი, დავიზეპირე მძიმეცა და მრავალწერტილიც, გადავატარე მთელი ღამე ფინჯან ყავაზე, დღითიდღე ვხვდები, უშენობა არის მარაზმი, ვეძებ და მიჭირს სათანადო სიტყვების ნახვა, საოცრად აღწერს ამ ყველაფერს ფრაზა „წყლის ნაყვა", ამ დროს თამაში ხშირად მიწევს ანუ ვიგონებ, როგორ დადუმდეს უშენობის იერიქონი, როგორ მოვიხმო სიბნელეში სხივი სინათლის, როგორ გამოვყო ღვარძლში იფქლი, ჭორში-სიმართლე, როგორ განვდევნო ღრუბლები, რომ ქარმა მორეკა, წყალს წაუღია უძილობის მთელი ქრონიკა, ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო, უშენოდ თეთრად გავათენე ღამე-მორიგი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ყველა ამ სიდიდისაა <3 ყველა ამ სიდიდისაა <3
3. მოცულობით უფრო მეტიც მომეწონებოდა. მოცულობით უფრო მეტიც მომეწონებოდა.
2. ნინა, მიყვარხარ, 5 ჯერ! :))) <3 ნინა, მიყვარხარ, 5 ჯერ! :))) <3
1. როდრიგო და გერტრუდა, როგორ მშურს თქვენი, როგორ ერთნაირი პოეტური შესაძლებლობით დაგაჯილდოვათ სამუმმა . ერთმხრივ რა საცოდავ დღეში ჩაგყარათ, მეორე მხრივ, რა კარგია რომ დაგაშორათ, თორემ ეს ციკლიც არ გვექნებოდა :) როდრიგო და გერტრუდა, როგორ მშურს თქვენი, როგორ ერთნაირი პოეტური შესაძლებლობით დაგაჯილდოვათ სამუმმა . ერთმხრივ რა საცოდავ დღეში ჩაგყარათ, მეორე მხრივ, რა კარგია რომ დაგაშორათ, თორემ ეს ციკლიც არ გვექნებოდა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|