თედორე ტიუტჩევი - გაზაფხულის ელჭექი
ჭექა-ქუხილი მიყვარს მაისის, საგაზაფხულო გადაძახილით, როცა თამაშით ის მეხს გაისვრის და ცას ანათებს ელვის კლაკნილი.
გრუხუნებს მეხი მგვრგვინავ ჰანგებით, წამოვა თავსხმა, მიფრინავს ბდღვირი, ეკიდებიან წვიმის მანგები, მოაოქროვებს მზე ძაფებს სირმით.
მთიდან წყლის ღვარი ჩამორბის ჩქარი, უღრანში ჩიტთა სტვენა გაისმის, ტყის ღრიანცელი, მაღლობის ჩქამი ეხმიანება ელჭექს ხალისით.
შენ კი დაასკვნი: ჰებემ ცანცარამ ზევსის მძლავრ არწივს მსხვერპლი მიჰგვარა, მდუღარე თასი მეხთა დაცალა და არემარე მორწყო მცინარმა.
27 ივნისი 2021 წ.
ჰებე (ძვ. ბერძნ. Ἥβη) — მარადიული სიჭაბუკის ქალღმერთი.
Фёдор Тютчев - Весенняя гроза
Люблю грозу в начале мая, Когда весенний, первый гром, как бы резвяся и играя, Грохочет в небе голубом.
Гремят раскаты молодые, Вот дождик брызнул, пыль летит, Повисли перлы дождевые, И солнце нити золотит.
С горы бежит поток проворный, В лесу не молкнет птичий гам, И гам лесной и шум нагорный - Все вторит весело громам.
Ты скажешь: ветреная Геба, Кормя Зевесова орла, Громокипящий кубок с неба, Смеясь, на землю пролила.
<1828>, начало 1850-х годов
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|