| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 3 ივლისი, 2021 |
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო, ხანდახან თევზსაც მოჰყოლია გველი გოდრიდან, ცხოვრების გზაზე უხვად გვხვდება კაკანათები, არის იმედის სხივიცა და გამონათებაც, სწორედ ამ სახით ინარჩუნებს მთელი მსოფლიო წონასწორობას, ხანაც სისხლს ვღვრით, ხანაც ოფლისგან, თვალები გვეწვის და საღამოს იმავ თვალებით, ერთმანეთს ვუცდით-იმედების გარდაცვალებით, ერთმანეთს ვეძებთ ოცნებათა გადასხვისებით, ერთმანეთისგან ვიცლებით და ისევ ვივსებით, შესაბამისად ჩვენს კავშირში სჭარბობს სიშორე, ხოლო სიმშვიდე უფრო მეტად არის გიჟური, ასეთ დროს გიჭირს გაარჩიო ცხადი, მითებიც, წყალს წაუღია ყველა სახის ფარდობითობა, ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო, ხანდახან თევზსაც მოჰყოლია გველი გოდრიდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|