ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვალე
ჟანრი: პროზა
7 ივლისი, 2021


მინიატურა: სისხლის ღაღადი (ბავშვებისა და მოზარდებისთვის) 2021 წ.

- ნუ გეშინია, გთხოვ...
- რა ხდება, გარეთ..?
- ჩვენ ერთ ბუდეში ვართ...
- რა ხმაურია..?
- ეგ აღლუმია...
- რა უნდათ...რას გვერჩიან..?
- ჩვენს უფლებებს იცავენ, როცა ეკითხებიან...
- კი, მაგრამ, მაკრატელი, რათ გვინდა...?
- მოიცა! ეს, რა ხდება!?
- არა! არა! გთხოვ, მე! მე! ჩემი ძმა, ა-რაააა!
- ...ააა! არა! მე გთხოვთ! მე! მეეე! ჩემი და, ა-რააა-აა!
*
- სულ ტყუპები, მე რატომ მხვდება, ვერ ვხვდები!
- ხოო, ორმაგი შრომაა, ერთმანეთს ეფარებიან...,ეფერებიან...
- ხო, ძნელი დასაჭერია...რთული დასაჭრელია...
- მოიცა რა...აუ, ესენი, რა ბნელები არიან...ამ კეპიან ბლანჟიანს ვენაცვალე!
- აბა, რააა!
*
- ...გაიგე?
- კი, კი, უნდა მოვასწროთ!
- დარწმუნებული ხარ, მიწვდებათ ჩვენი ხმა?
- კი, აბა რა, სისხლის ღაღადი ძილშიც ისმის...
- თითო ხაზი მივუძღვნათ, თუ?
- მეტს, ვერც  მოვასწრებთ, მაკრატელი დაუვარდათ...
- დაიწყე!
- სანამ თქვენს პირ-სახეებს „ცისარტყელით“ შეღებავთ,
- გახსოვდეთ, რომ გვკუწავენ და თქვენ ამას, ვერ ხედავთ.
*
- ახლა არ მითხრა, ესენიც ტყუპები იყვნენო...
- აუ, კიი!
- ნახე, კეპიანმა, რა ჩართვა გააკეთა?
- აბა, რაა! სანამ ესა და მაგისთანები არიან, სამუშაო არ მოგვაკლდება!
- არა, რაც მართალია, მართალია, ეს რომ იცავს უმცირესობებს, ისე ტყუილია...
- ხო გეუბნები, ესენი რომ არ იყვნენ, გრანტი არც დაგვესიზმრებოდა...
- კარგი, გაჩერდი, ნუ ამბობ...
- შემდეგი...
- აუ, ესენიც თუ ტყუპები არიან, რაღა ვიცი რააა...
__________
  07.07.2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები