ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2021


სიყვარულოსთვის

შენ ვერ გაუგე რელიგიებს და შენ გგონია
რომ ამის გამო დაკარგე ღმერთი,
შენ,ტკივილისთვის შურს იძიებ,მელანქოლია
ვერ მოიცილე,გული კი ფეთქავს
მაინც ჩვეული შემართებით,გასაკვირია.
სისხლი,მთვლემარე გრძნობებს აურევს,
ლექსები მუდამ,შენს ფურცლებზე იმას ყვირიან,
რომ უფრო მეტად თუ იხმაურებ,
შენ გადარჩები,გადარჩები უეჭველია,
უფლება არ გაქვს სადმე წახვიდე,
აზრი მაშინ აქვს ლექსს და სუნთქვას როცა ძნელია,
უნდა გამოძვრე ყველა მახიდან,
და შენ ეს იცი,სიყვარული იცი რადგანაც,
ყველა დაღმართს ხომ მოსდევს აღმართი,
ზოგჯერ ქარივით უსახური და უმართავი
ხდები და მერთე თავსაც აღმერთებ.
ხო ,შენი ღმერთი შენთანაა მიუხედავად
იმისა რომელ ხატთან ლოცულობ,
სხვები სიმართლეს ფიქრადაც კი ვერ გაბედავენ,
შენ კი მდინარე რომ გადმოცურო
სულ არ გჭირდება არც კურთხევა,არც სიმამაცე,
უბრალოდ ცურვა უნდა იცოდე,
ბედი არასდროს გაგიღიმებს როგორც დანარჩენს,
და ხელს არასდროს გამოგიწოდებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები