ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2021


  ჩამოტვირთვა

ვწერ ბოლო სტრიქონს

ვწერ ბოლო სტრიქონს,მთავრდება ფიცი,
უკანასკნელი ცრემლების განცდა,
მე დავიკარგე,ძნელია ვიცი...
და აღარაფრის არ ვცდილობ ახსნას.

ეს ისტორიაც გაბედავს ღელვას,
სული გაჰყვება აზვირთულ ტალღას,
ვეღარ გავუძლებ ვერც ამ შეხებას,
ეს მოლოდინიც აჭარბებს დაღლას...

ყველა სათქმელი თითქოს და მკარგავს,
ცაში გაფანტავს გონება ბგერებს,
მე ასე ვიტყვი გარდასულ ამბავს,
და სამუდამოდ დარჩება მერე....

                                                        გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები