ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2021


დღეს ცის სამოსში….

დღეს ცის სამოსში შენი ფერი უფრო მეტია,
სიზმრებად დამრჩა მე ეს სახე ვნების ლოგინში,
ლამპიონები მინათებენ ღამით ხეტიალს
და სევდას ისევ გარეთ ვათევ...დილის ლოდინში.

შენს ნაფეხურებს გავეკიდე თოთო ბავშვივით,
წყენა და სითბო ერთმანეთში გადამერია,
სიცხე და ყინვაც ამეკიდა ურჩი მარტივით,
ამ წყენის ფასი ქვეყანაზე არაფერია.

უგრძნობი ვნება ქანდაკებად გადაქცეული,
სიგიჟესავით გონებაში შემომჩვევია,
დამრჩა თვალები ცრემლებად და სახტად ქცეული,
რაღა ვინატრო?! ძალზე ძლიერ,წყენა მჩვევია!

ჩემს მონატრებას გავაცოცხლებ ისევ ამაღამ,
გულს უშენობა ვერაფრით ვერ გადამჩვევია.
ახლა ზემოდან გადმომხედავ, ვიცი, ამაყად,
თუნდაც გინატრო,ან ეს ნატვრაც...განა ჩემია?!

შენი ფერება წარსულია, როგორც დაისი,
და გულმა უკვე გადაგკარგა წლების ბოგინში,
ახლა მარტები ვეღარ ამრევს,დგება მაისი,
და სხვა ვნებები ჩამისახლდა უკვე ლოგინში.

                                                            გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები