ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2021


სამსარის ბორბალი (ეს სულერთია ...)

სამსარის ბორბალი (ეს სულერთია ...)

ეს სულერთია, კაცის გასაგისს,
უბედურია ის, თუ - „ფელიჩე“,
ცხოვრება, როგორც მარჯვე ყასაბი
ყველას უკლებლივ დააფელიკებს -

მოულოდნელად ჭკუას ასწავლის:
მონას, ბოგანოს, მდიდარს, ხელმწიფეს, -
როცა განგებით დათქმულ ასაკში
სიკვდილის ბორბალს გააქელვინებს.

18 ივლისი, 2021 წ.

Felice - ფელიჩე - ბედნიერი (იტალიურად)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები