აიცერით, აიცერით!
აიცერი „ფაიზერით“, ფაიზაღი კარგია, ვაქცინების „კაიზერი“ სნეულთათვის მარგია.
„ფაიზერს“ თუ არ ენდობი, აიცერი „მოდერნით“, ეჭვი ნუ გაქვს, ვერ გახდები „ვაი-ფაის“ მოდემი.
თუ ვერ იტან ამერიკულს აიცერი „სპუტნიკით“, არ მოაგავს აფერისტულს ვაქცინები პუტინის.
თუ არ გინდა არც რუსული, არის „ასტრა-ზენეკა“, მისით ქრება ვირუსული და შორს გადაშენდება.
ევროპის არ გევასება? - მაშინ გირჩევ „სინოვაკს“, ან „სინოფარმს“ - მის მსგავსებას, სხვებში ამოიცნობა.
თუ მზად არ ხარ ასაცრელად და ხარ ანტივაქსერი, იცოდე, რომ ასაცელად თვით სიკვდილი დაგცქერის!
23 ივლისი, 2021 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ვიხალისე :) ვიხალისე :)
1. კაია, კაი, მარა არაა ძამა მაი სახუმარო! კაია, კაი, მარა არაა ძამა მაი სახუმარო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|