ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2021


***

ამ ზაფხულის წვიმებმა მთლად ამრიეს, დამრიეს...
--------
გუშინ მქონდა შეტევა... გუშინ შენზე ვღელავდი...
ამ ზაფხულის წვიმებმა საეჭვოდაც ჩამრიეს
მარტო ჩემის კი არა, შენი ბედის წერაშიც!..
ახლა უნდა მოვედო წვეთებივით სამყაროს,
ჯერ ფურცლებზე აგკინძო სველ წვიმების ქეზებით,
მერე შენზე ნაფიქრი ქარიანშიც გავშალო
და გამოვყვე მეც ქარებს ასე თავგამეტებით!..
მ ა გ რ ა მ...
გზა შორია შენამდე და ჩემამდეც რთულია
ყველა სიტყვის მოღწევა ნაწვალევი ბგერებით,
ახლა ყველაზე მეტად კალმის სისხლი მწყურია
რომ შეივსოს ამ სისხლით ჩემი სუსტი ვენები,
რომ... შენმა ხმამ თუ ვერა, ჩემმა გადმოიაროს
ხელოვნურად შექმნილი ბნელი ბარიკადები,
რომ ერთხელაც იქნება ისე წამომიაროს...
ავდგები და ძვირფასო შენში დავიკარგები...
და სამყარომ თუ უნდა მერე სხვაფრად იდინოს
და ქარებიც აშლილნი სხეულივით იწვოდნენ,
არ მადარდებს მე მინდა მხოლოდ შენთვის ვიცინო
თუნდ შეშლილად შემრაცხონ, თუნდ შენც გიჟი მიწოდე
და გზაც ასე... შენამდე ნელ-ნელა შემოკლდება,
ოცნებები აპრილში აფეთქდება ატმებად?
ნაწვალევი სიტყვებიც გრძნობებად შემოთვრება
ჰო, ძვირფასო, გაიგე ახლებურად დათბება.
დ ა...
მოიისფრო ვერანდას მერე შენც მოგაკუთვნებ
და დავიწყებთ თავიდან ერთმანეთის შევსებას,
ჩემი სახლის გარშემო აყვავებულ კაკტუსებს
სურვილაღმძრალ ბაგეზე ვნების ღიმი შერჩებათ!
......
ამ ზაფხულის წვიმებმა მთლად ამრიეს, დამრიეს...
ამ ზაფხულის წვიმებმა შენს ფიქრებში ჩამრიეს!
.....
ამ ზაფხულის წვიმებმა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები