რაღაცას მოგიყვები: ყოველდღიურად ხალხი იღუპება. და ეს უბრალოდ დასაწყისია. ყოველდღიურად მგლოვიარ სახლებში ახალი ქვრივი იბადება, ახალი ობოლი. ისინი მოკეცილი ხელებით სხედან და ცდილობენ, რამენაირად ცხოვრების დაწყებას.
შემდეგ მიდიან სასაფლაოზე, პირველად მიდის ზოგი მათგანი. ზოგჯერ გლოვისაც კი ეშინიათ, ზოგჯერ არც ტირიან. ზოგჯერ იხრება ვიღაცა მათკენ და მოკლე სიტყვებს ჩასჩურჩულებს - - რა გააკეთონ შემდეგ. ზოგჯერ ჭუჭყითაც ივსება საფლავი.
და ამის შემდეგ ყველა შინ ბრუნდება, სადაც სტუმრები ელოდებიან. ქვრივი დიდებულად ჯდება დინავზე და ერთ რიგში ჩამწკრივებული ხალხიდან ზოგი ხელს ართმევს, ზოგი ეხუტება. ჭირისუფალი სიტყვებს პოულობს მადლობისათვის, თანადგომისთვის.
გულში კი მათი წასვლა სურს, ყველასი. მარტო დარჩენა და გაბრუნება სასაფლაოსკენ, მომაკვდავისკენ. შეუძლებელია, იცის, მაგრამ ეს მისი ერთადერთი იმედისმომცემი ნუგეშია: უკან, წარსულში გაბრუნება, ქორწილამდე, პირველ კოცნისკენ.
ლუიზა გლიუკი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ლუიზამ ეს ტექსტი მგონი ბოლოდან დაწერა :))
ზომოთ ზედმეტია...
ლუიზამ ეს ტექსტი მგონი ბოლოდან დაწერა :))
ზომოთ ზედმეტია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|