გავყვები გზას რომ უსაშველო ფიქრი ვათრიო, წავალ და მერე ჩემს ბილიკზე ეკლებს დაყრიან, გარყვნილ ცხოვრებას თუკი სული ვეღარ მპატიობს, ჯანდაბას ჰქონდეს ჩემს საფლავზე ეპიტაფია!!!
საყდარს იპოვნის მოწამლული ხმელი ხელები, მწამს დაიმორცხვებს რომ ათრია ხორცი ვეება, მეც რომ მეწამა,ალბათ სხვასაც მივუტევებდი მაგრამ ფიქრები წყეულ ეშმაკს ისევ შეეკრა.
ცამდე სიმართლის თქმა მომიწევს ვიცი ამაღამ, უთქმელი მკლავს და ნათქვამიდან ვგავარ მდაბიოს, შურით ნაშენებ,სალი კლდეს და ციხის გალავანს, მონანიებით უკვე ღმერთი აღარ მპატიობს.
გავყვები გზას და თან წავიღებ საგზლად სიმართლეს, ვიცი რომ უკან მობრუნება არის გვიანი, თუ ჩემი სული იქ ზეცაში თავს გაიმართლებს, ჯანდაბას ჰქონდეს სიცოცხლეც და გზაც ეკლიანი!!!
გურო როყვა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|