| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 18 აგვისტო, 2021 |
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, შენს არყოფნაში უძილობის გავხდი მეურვე, უძილობამ კი შემასწავლა შენი არყოფნა, მერწმუნე, კიდევ საუკუნო საგზლად სამყოფი, შენს არყოფნაში დავიჩვიე შიში, ეჭვები, ღამესთან ერთად ეს ფრჩხილებიც შემომეჭმევა, მე ვხუჭავ თვალებს, სიბნელეში ისევ გეხები, ჯერ შენი სახე, შემდეგ მკერდი, ტანი, ფეხები, თითს ჩაგიცურებ საჩვენებელს, ცხვირიდან-ტუჩზე და ამ ყველაფერს, შენ თუ არა, ღმერთი ხომ უმზერს? ეს ყველაფერი, შენ თუ არა, ღმერთმა ხომ უწყის, ვემშვიდობები არცთუ მოკლე და ცივ სურწყუნისს, ამინდის პროგნოზს რადიოში ჰყვება მარკონი, წყალს წაუღია თუ ვერ გნახე, მთელი მირკანი, ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, შენს არყოფნაში უძილობის გავხდი მეურვე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|