ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2021


წერილები საკნიდან-8 (წრე მეორე)

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
ცხოვრება მოჰგავს სასაჩუქრე ყუთის შეფუთვას,
არავინ იცის, წინ რა გველის?-კარგი, სიავე,
ჰოდა, შენც მიდი, დაჯექი და ელოლიავე
წუთებს, რომელიც ყოველივეს უღვთოდ ამდორებს,
იქნებ ამ ყუთში გულმოდგინედ გიცდის პანდორა,
უნდა დატოვო თუნდაც ბოლომ, სანამ დრო არის,
ნავი, რომელიც იძირება, იქვე, ტროასთან,
სანამ ხის ცხენით მოგადგება მტერი-ვერაგი,
სანამ აფრებად გაიფენენ მოვის პერანგებს,
სანამ ღუზებად შეიკვრება მომხდურთა ძვლები,
სანამ ყორანი თავზე გაზის, გველი კი ძვრება
თინიბექაურთ ციხის ლიბოს, ზენ ბაცალიგოს,
წყალს წაუღია შუასკნელი, კარგად გამიგე,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
ცხოვრება მოჰგავს სასაჩუქრე ყუთის შეფუთვას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები