ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2021


მასკარადის ნიღბები

როცა იღიმის მასკარადის შავი ნიღბები,
და როცა ტკივილს გამატანენ ავან სცენაზე,
როგორც კანონი “უთქმელობის”გავირინდები,
ვიეჭვიანებ სიკვდილამდე მერე ყველაზე...

როცა სიკვდილის სცენას დადგამს თეთრი მიმები,
და როცა ცრემლი,ჩემს გულის თქმას ცუდზე აუწყებს,
მომაკვდავ გედის ბოლო ხმაზე ავღიღინდები,
და ვაიძულებ გულისცემას,სანამ გავუძლებ...

ფიქრის საცეცი ლოტბარივით გაშლის არიას
და ნიავივით ჩაიქროლებს ამაოება,
სული რომელიც ნაქურდი და მონაპარია,
გადაისვამენ ჩემს ტკივილებს მალამოებად...

როგორც ქარიშხალს მიჰყვებიან წვიმის წვეთები,
ასე მივაყრი ჩემს მუზებსაც ფურცლის ნაკუწებს,
როს ბედისწერას მიმანდობენ,მეც დავნებდები,
და ბოლოს ვიფრენ,რომ ამ ფიქრებს,ცაშიც გავუძღვე...

გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები