 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 13 სექტემბერი, 2021 |
ისევ შემოდგომა,ისევ არეული ამინდები, ისევ ვიკარგები ჩემი მოგონების ხვეულებში, ყველა დაღამება,ყველა წამიერი გარინდება, ტკივილს ასაზრდოებს,მერე ფანტომების წვეულება...
გავა ეს თვეები,გავა ფიქრითა და ფორიაქით , მერე გაზაფხული დღეებს სიგიჟემდე ააჭრელებს, სულ ვერ გავიხსენებ ასე უმიზნოდ რომ შემიყვარდი, სულ არ შემაწუხებს -სული ხორციდან რომ ამაჭერი...
მაგრამ შემოდგომა,ფიქრის-სევდისფერი შემოდგომა, ჩემი გაორების ჯერაც უპასუხო განტოლება, ისევ დაბრუნდება ,ისევ შევეცდები წამოდგომას, სულის ნაწილები ასე მარტივად ხომ არ გვტოვებენ?! ისევ შემოდგომა,ისევ არეული ამინდებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|