ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2021


სიდონია

რა ფერის თვალები გაქვს , სიდონია?
გული შვლის ნუკრივით რატომ გიცემს?
კვართი სამუდამოდ მინდობია
სათნო, მზისგულიან დედამიწელს.
როგორი თითები გაქვს სიდონია?
მშურს შენი  გამხდარი ლავიწების,
ირგვლივ ურწმუნოთა მინდორია,
ჩვენ კი დამიწებით დავიწყებით.
მზერა უფლის პერანგს მიდნობია,
მხიბლავს შენი სულის სიცქრიალე,
მზისფერი  თვალები გაქვს სიდონია
და მკერში ზეცა გიშრიალებს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები