ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პროზა
15 ოქტომბერი, 2021


ფინიკის სურა V

ჰამადა

როცა თავი ათას რომელიღაც ზღაპარში მეჩვენებოდა, რომელში კაცმა რომ არ იცის, ჩემი მხსნელის, ჩემი გადამრჩენელის და მასზე რამდენიმე სიტყვის თქმის გარეშე არაფერი გამოვა, ამიტომ იძულებული ვარ სიხარულით ვახსენო, ისე დიდი ძალის დატანება არ დამჭირდა, ნამდვილად კარგი კაცია ჰამადა, ერთ საყვედურს რომ არ ეტყვი არაფერში, ზედმიწევნით რომ იცის თავისი საქმე, დიდი იმედია არაფერი უჭირს ჩვენი წამოსვლის შემდეგ. პირველი შეხედვით იგი ერთი ჩვვეულებრივი, თითქოს არაფრით გამორჩეული ეგვიპტელია, მსუბუქი ეგვიპტური დიალექტით, რომელსაც ყურის ქვეყნებისას შეურევს ხოლმე, სახეც წმინდა წყლის ეგვიპტური და იერიც ასეთივე აქვს, მაგრამ ჩემთვის იგი ფარაონების მესაიდუმლეა. კარი შევაღეთ თუ არა, საშუალო ტანის, ოდნავ მოსუქებული, კეთილი პირისახის, დაცვის ფორმაში გამოკვეტებული, ღიპზე ქამარგადაჭერილი მასტი აგვეტუზა ცხვირწინ, ძალიან თბილი სალამი მოგვიძღვნა და შეუდგა ჩვენს გადანაწილებას, გადამისამართებას ზემო-ქვემო სართულებზე, გოგონებთან განსაკუთრებით ყურადღებიანი და ტკბილი ჩანდა, თვითონ მგონი ორი ქალიშვილის მამა იყო და ყველას ისე უყურებდა, როგორც მის პატარა შვილებს, ხელის ჩამორთმევა სასწავლო ცენტრის ერთი ბოლოდან მოქნევით იცოდა, თუ კარგად არ დაუხვედრებდი ხელისგულს, აგაწითლებდა და შეიძლება რამე ეტკინა კიდეც, მაგრამ ისე გულიანად და კაცურად იქნევდა ხელებს ხმას ვერ გასცემდი, კარგი იუმორის გრძნობა მის სიკეთეს კიდევ უფრო ამშვენებდა, საერთოდ ადამიანი, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა, თუნდაც შავი იუმორის, რთულად მოიძებნება, რომ ჩათლახი გამოდგეს, მოკლედ, ჰამადა ყველას ძმა, და, მამა და მეგობარი იყო. ჩვენი მიყრა- მოყრის შემდეგ, ჩაჯდებოდა თავის საყარაულო სავარძელში, ხან რას მიირთმევდა და ხან რას, ხილი განსაკუთრებით უყვარდა და ამიტომ ჩვენ ვაშლს და ბანანს მოვუკიტხავდით ხოლმე, სხვებსაც დაიწყებს ჩვენი შემხედვარე ჰამადასთვის იუგურტის და წყლის მოტანაც კი, და არა მხოლოდ ამიტომ მგონია, რომ სიკეთე გადამდებია და თან აუცილებლად რთული, ჩვენთან უერთიერთობა გაუადვილდა, ხშირად ისე წავეკიდებოდით ერთმანეთს როგორც ერთი ასაკისანი, ხან ეგვიპტის პოლიტიკურ ამბებზე ვდაობდით, უახლეს ისტორიას კარგად იცნობდა, მაგრამ ოცი, ოცდაათი წლის წინანდელ ამბებში უკვე მაგრად მოიკოჭლებდა, ამიტომ დიდი მოწიწებით გვისმენდა და უხაროდა რომ ასე კარგად ვიცოდით მისი ქვეყნის ისტორია, პრინციპში მე რა, დიდად ისტორია არასდროს მყვარებია, აი, გიორგი კი მხეცივით იყო, ქართულად რასაც მომიყვებოდა და მამახსოვრდბეოდა, მეორე დღეს ჰამადას საშინელი არაბულით მოვურბენინებდი. ადგილობრივ ამბებზე, მეჩეთებზე, ბაზარზე, ცნობილ იმამებზე, გასულ ომებზე დიდად ინფორმირებული იყო, კაცმა არ იცის რატომ, მაგრამ ლექტორ- მასწავლებლების გასაგონად არაფერს იტყოდა, თუ მათი გამოჩენის საშიშროება ჩნდებოდა, ხმას დაუწევდა, ის მეგობრული და ახლობლური იერი დაეკარგებოდა და ეგრევე დიპლომატად გადაიქცეოდა, თქვენობით ფორმაზე გადმოდიოდა შეძლებისდაგვარად, თან ამხელა კაცი ფეხზე დგებოდა ხოლმე, როცა რექტორი, ან ვინმე ისეთი მოვიდოდა, მასზე უფროსი და შეძლებისდაგვარად დაფასებული პიროვნება გახლდათ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა გვეკიდა, ხანდახან ვაწვალებდით და ხშირად ჩვენს აუდიტორიაში შემოსულ ჰამადას ისეთ რამეებს ვუჩალიჩებდით მარტო ბიჭებმა რომ ვიცოდით და სიცილისგან ვიგუდებოდით, თვითონ კი თავს ძლივს იკავებდა. საქართველო მარტო იქედან იცოდა, რომ ადრე აქ სხვა სტუდენტებიც დადიოდნენ, ისინიც კარგები იყვნენო, ცხადია, თქვენ სჯობიხართო, ასეთ რამეებს რომ გვეუბნებოდა, სულ ხან ელ-ხალილის ვაჭარს ვეძახდი და ნერვებს ვაწყვეტდი, ასეთი ცრუპენტოლბები მარტო იმათგან გამიგია მეთქი, როცა უნდათ რამე სუვენირი შემოგტენონთქო. ხანდახან ძალიან მოწყენილი იყო ჰამადა, მერიდებოდა რამდენიმე თვე, მიუხედავად თავიდანვე მჭიდრო და სასიამოვნო მეგობრული ურთიერთობისა, რამე მეკითხა, თანაც ასაკით აშკარად ჩვენზე უფროსი იყო, ჩვენთვის კი ამასაც მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა დრო და დრო, ისე დავიახლოვეთ რომ მაინც გამოვკითხეთ ამბები, სწორედ მაშინ მოგვიყვა თავისი სახლის ამბებს და ყველაფერი იმდენად მოსაწყენად ჟრერდა, როგორც სხვა დანარჩენი რამ, ისედაც მოსაწყენ დედამიწაზე, მაგრამ არასდროს დამავიწყდება მისი ნაღვლიანი თვალები, ცოლის და შვილების მონატრული, ჩვეულებრივი ყავისფერი თვალები. სულ ჩვენს გვერდით ტრიალებდა, ქსეროქსი რაღაა, იმაზეც კი, ამხელა დ აამ ხნის კაცი, არ დაგზარდებოდა, ერთხელ მახსოვს მთელს სტუდენტობას რაღაც წიგნი დაგვირიგა, მთელი დღე ახრიგინებდა ქსეროქსის აპარატს, სანამ მელანი არ გამოულია არ მოეშვა, ჩვენ კიდე ვეკაიფებოდით, თუ გგონია ამხელა მასალის ჩუქებით უფრო შეგვიყვარდები, მაგრად ცდებითთქო, შეხტებოდა და ძალიან სერიოზული ტონით გვეუბნებოდა აუცილებლად უნდა ისწავლოთ, თორე ჩემსავით უცხო ქვეყანაშ მოგიწევს ცხოვრება და დარაჯობაო. უკმაყოფილოც არ ჩანდა ჰამადა თავისი სამსახურით, ხელფასი ალბათ იმაზე ბევრად მეტი ექნებოდა ერთ თვეში, ვიდრე ეგვიპტეში მთელი წელი, ან საქართველი ათი წლის გასამრჯელო, ჩვენზე მათხოვარი დამსაქმებელი ერი ხომ დედამიწაზე არ მოიპოვება, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, ოჯახიდან შორს ყოფნა ძალიან უჭირდა ჰამადას, მაგრამ უფულოდ ყოფნა გაცილებით უფრო რთული იყო, ამიტომ როგორც ყველა, ისიც იძლებული გახდა უახლოეს, შედარებით ნორმალურ ქვეყანაშ გადმოსულიყო, სამწუხაროდ ოჯახის გარეშე და ემუშავა, გული მწყდება, რომ მისიანები ვერ გავიცანი, დარწმუნებული ვარ კარგი მეგობრები ვიქნებოდით, ასეთი ადამიანის შვილები და მეუღლე არ იქნებოდნენ ცუდი ადამიანები და ცუდად აღზრდილები, თუმცა რაც არის, არის. ერთხელ ჰამადამ ყველასთვის გაუგონარი რამ გააკეთა, არეულობის და გაურლვევლობის დროს, რომელის ბოლოსაც აუცილებელი წესით სტუდენტები ისჯებოდნენ, ჩვენი მხარე დაიჭირა, ამით ყველა გააოცა, თავიდან კი შეშინდა, მაგრამ ისე მოლბა, ისეთი გაბადრული სახით დადგა, ვერავინ აწყენინა, ამიტომ მგონია უფროსობაც გარკვეულწილად პატივს სცემდა მას, როგორც პატიოსან და წესიერ კაცს, პირადად მე კი, მომიბრძანა გაფრთხილება, რომელიც დაკანატმა ამაკრა. საქმე ასე მოეწყო, ერთო ცოტა მოდებილო ლექტორი გვყავდა, რომლის სახელს ვერც ვიხსენებ, შეგნებულად თავს ძალას არ ვატან, რომლის ლექციებზე ზოგჯერ ვერ, ძირითადად კი არ დავდიოდი, მხოლოდ ის მახსოვს, პირველ საერთო ლექციაზე რა სიტყვით გამოვიდა და როგორ გამოგვკითხა ყველას ჩვენს ქვეყანაში ქალიშვილ- ვაჟიშვილობის ინსტიტუტების შესახებ, მ***მა-მონელებაზეც ისაუბრა, ტრ***ს გამობანის წესსეც, წინადაცვეთაზეც, ბევრ რამეს მოედო, სულ ისეთებს რომ განავალში ამოისვარა, რომ გამოვედი სახე მოვიბანე და გული მერეოდა, მაგის მერე ფეხი როგორ შემიცდებოდა მაგ ყვ**ის ლექციაზე, მაგრამ სადღაც  ერთ თვეში  დაამუღამა იმ ახვარმა, რომ სხვის ლექციებს სულ ვესწრებოდი, როგორც სჩანს გაუტყდა, გამოითხოვა ყველა სტუდენტის სახელები და გვარები, ამოიკითხა სია და ვინც არ ვესწრებოდით მის ლექციას ყველას გაფრთხილებები დაგვირიგა, სამი გაფრთხილება კი გარიცხვას უდრიდა, იფიქრა შეგვეშინდებოდა, თუმცა ბევრი სტუდენტი ვიცი ვინც ორზე მეტი გაფრთხილებაც დააგროვა, მაგრამ ვერავის ვერაფერი მოსჭამა. ასე იყო თუ ისე, იძულების წესით დილით ადრე ადგომა დავიწყეთ და ლექციაზე სიარული, ამაზე უფრო მოსაწყენი არაფერი მეგონა, მაგრამ ერთ-ერთ ლექციაზე, დიშდაშიდან შარდის ამორეცხვაზე რომ საუბრობდა და თან ქალიშვილობაზე რაღაცას მიედებოდა ევროპელმა სტუდენტების ჯგუფმა დააყარა, ისეთი ცხარე პოლემიკა გაიმართა ლამის მობილურით გადავიღე, უბრალოდ როგორც დასჯილი და გაფრთხილებული სტუდენტი ფეხზე დამაყენა და მომახსენა გაგრიცხავო და კიდევ მობილურის ტრიალი არ გამოდიოდა, მერე ყველას ჩამოგვყვა და ჩვენი დემოგრაფიული პრობლემებიდან დაწყებული, ყველა ქალის ტრუსიკით გაგრძელებული და მამაკაცების საოხრის ზომის საშუალო მაჩვენებლებით დამთავრებული რაღაცებს გვეკითხებოდა, ძლივს ამოგვაცალა სიტყვები, ბოლობოლო კაცებმა რომ დავუსერიოზულეთ დაასტოპა, მაგრამ მაინც გამოარკვია რომ ჩვენთან ნელ-ნელა მოდიდან გადადის ქალიშვილობა, ეს წმინდა წყლის აღმოსავლური ფენომენი, ნუ ჩვენი მონაყოლი ტრადიციებიდან ასეთი დასკვნა გააკეთა და ჩაიქნია ხელი, კიდევ კარგი კავკასიაში ჩეჩნები კიდევ არიან და იცავენ რაღაც წესებს მაინცო, ეჰ, რა იცოდა ამ კვერცხმა რომ ჩვენი ძმა ჩეჩნები დედის ტრ**ს აფარებდნენ თავზე, ოღონდ ისე მოწიწებით, როგორც მხოლოდ მუსლიმებს სჩვევიათ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ბევრს ეს კაცი დიდად გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა და ზოგ რამეზე უქნევდნენ თავს, ისეთ რამეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არ იყო, ჰამადა კი ვერაფრით ვერაფერს ვერ გაუტეხავდა, ამიტომ ნერვები მეშლებოდა და მინდოდა ერთი კარგი წიხლი ამომეცხო ამ ბეხლეწისთვის, თუმცა დეპორტი არ ამცდებოდა, თან როგორც ჭირს ისე შევეჩვიე ამ უბედურსაც, ხანდახან მისი ჩერჩეტობები აღარც მაღიზიანებდა, მერე კი დონეები გაიყო და ჩვენთან სალექციო კურსი აღარ ჰქონდა, სამწუხაროდ გიორგის არ გაუმართლა და ამ საშინელებაში თითქმის მთელი წელი გაატარა, ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო ყველასთვის რომ, როგორც იმსახურებდა ისე მოგვეხსენებინა ხოლმე ჩვენი სათაყვანო, ცოტა ატეხილი, ისლამით აჟიტირებული ლექტორი. ყველაზე კარგი ის ჰქონდა ამ ამბავს, რომ მოცალეობისას ჰამადას დავაყენებდით და ამბებს ვაყოლებდით ყველაზე ვინც აქ მუშაობდა, ბევრს მოიხსენიებდა მოწიწებით, ბევრს გვაცინებდა, ზოგჯერ თავს გააქნევდა, საჩვენებელ თითს აიფარებდა ტუჩებზე, არა, არა, არ თქვათ ცუდი არაფერიო, როცა მაინც ვიტყოდით, ყურებზე იფარებდა ხელის გულებს, ვითომდა არაფერი გამიგიაო, რომ  მკითხონ რას ვლაპარაკობ თქვენთან ამდენს ტყუილს ხო არ ვიტყვიო, ალაჰი არ მაპატიებსო. ისეთი გულწრფელი იყო ჰამადა, ისეთი სუფთა, რომ ხანდახან მართლა ზემოთ ვიხედებოდი ხელს რომ აწევდა, ალაჰი ხომ არ დაგვყურებს მეთქი, ამიტომ მგონია, ჰამადას მსგავსი დარაჯი კი არა, მცველი, ყველა ენის ცენტრს და ყველა უნივერსიტეტს უნდა ჰყავდეს, ადამიანი რომელიც ყოველთვის ზომიერია, სიტყვა-პასუხშიც, მოწყენაშიც და სიხარულშიც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები