ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2021


????

შევრჩი ბოლო ვაგონს ბოლო მგზავრად
ლოდინს შეჩვეული "მაწანწალა,"
ყველა სადგურს ახლდი მხოლოდ დარდად,
ყველა გაჩერებამ გამაწამა.
სადღაც დამეკარგე... სულ სხვა დროში
ჯერაც უნახავი, წარმოსახვა,
გრძნობას რა ფასი აქვს?- ერთი გროში
ლოთმა ბოთლის ფული გამომართვა.
ჰქონდა, ეტყობოდა სინანული...
იქნებ ბედისწერას დაეძებდა?
იქნებ გაუყიდეს სიყვარული?
იქნებ აიძულეს დანებება?..
იჯდა, ხანაც იდგა ლოთი ასე
ჩემებრ...- მოთმინებაატანილი
იქვე გვერდით ედგა ღვინით სავსე
ბოთლი ქარებისგან მოტანილი,
როგორც ერთ დროს ალბათ ერთგულება,
როგორც დაპირება გაღებული,
ჰქონდა ალბათ ლოთსაც შვებულება
თავად ცხოვრებისგან აღებული!
იჯდა...
მე კი კვლავაც შენ გიხმობდი,
მეც იმ ლოთ კაცივით მთვარეული,
დედას გეფიცები არ გიცნობდი
უცნობ ლოდინისგან არეული
დავეხეტებოდი შენს სავალზე
ნაგრძნობ მისამართით, განა მართლა
მქონდა წარმოდგენა შესავალზე
გრძნობის?.. არა... მქონდა მხოლოდ განცდა
ჩვენი უჩვეულო ბრწყინვალების,
ჩვენი დაუღლელი ვნებათღელვის,
ჩვენით დალღობილი მყინვარებით
ხმების ზღვარგასული ჭექა-ელვის...
გგრძნობდი... ამიტომაც დაგეძებდი
ყოველ გაღვიძებას თან რომ ახლდი,
სიზმრად გაჩენილი ჩემი ბედი
ცხადში ონავრულად სადღაც დამრჩი.
ჰოდა გელი... რა ვქნა, სხვა რა გზაა?
არა... უშენობა აღარ მინდა!..
ლოთის ირონია უკვე მზაა-
სიყვარულიაო ალბათ "წმინდა!"
---------
შევრჩი ბოლო ვაგონს ბოლო მგზავრად
ლოდინს შეჩვეული "მაწანწალა,"
ახლაც ისევ ახლდი სადგურს დარდად,
მაგრამ... მაინც შემრჩა ძებნის ძალა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები