 | ავტორი: მზიანე ჟანრი: პოეზია 17 ნოემბერი, 2021 |
17 ნოემბერი... გალა... ჩურჩული გალაკტიონთან!
მაპატიებს,ალბათ შენი ბუმბერაზი სული შფოთვას, მაპატიებს ყველა ბრძენი უკვდავებავ,შენთან მოსვლას. მკრეხელობად ნუ ჩამითვლი თუ კი ოდნავ შეგედრები, ნურც სტრიქონებს ნუ დამითვლი, ნურც გამკიცხავ,გევედრები... ხოდა,ვგრძნობ რომ არას მიშლი, რადგან ამით მაინც გგავარ- ხელის ბიძგის მოლოდინში ფანჯარასთან შენებრ ვდგავარ... ვერ მოვერგე.....ვერ გავიგე სად ვთქვა ,,ჰო“და სად ვთქვა ,,არა“, ბნელი ციხე ვერ ავიღე, სიძლიერე გამეპარა. რაც მე სულში გავდე ხიდად, ხშირად სხვები ვერ ხედავენ, მომნათლავენ ვიცი გიჟად, ცხრაკლიტულში ჩამკეტავენ. ფორიაქში და ბოგინში ციცქნა რამით მაინც გგავარ, ხელის ბიძგის მოლოდინში ფანჯარასთან შენებრ ვდგავარ. მაქეზებენ-,,გადახტიო“ და თავად კი შიშით თრთიან, დამცინიან-,,რად წახდიო“, ლაჩარს,სნეულს მეძახიან... . ჰოდა,რაც მე გავდე ხიდად არ უნდათ და ვერ ხედავენ, შემრაცხავენ ვიცი გიჟად, ცხრაკლიტულში ჩამკეტავენ...... ცეცხლის ალი ცად მიფრინავს, სულ ცოტათი მაინც გგავარ, თეთრი დროშა არ მიჭირავს, ფანჯარასთან ისე ვდგავარ! #გალაკტიონი #პოეზია #უკვდავება პ.ს. წლებისწინანდელია,რომელსაც ყოველ 17 ნოემბერს ვიხსენებ..ვიხსენებ და ვხვდები,რომ არაფერი შეცვლილა ანდა მხოლოდ მცირედით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ძალიანი მომეწონა. ძალიანი მომეწონა.
3. მადლობა მარტი ხათუნა. გამიხარდა თქვენი შეფასება. მადლობა მარტი ხათუნა. გამიხარდა თქვენი შეფასება.
2. +2.ნამდვილად გამოგდით,ის პირველი ემოცია გამახსენდა, გალას თან ზიარების ემოცია. +2.ნამდვილად გამოგდით,ის პირველი ემოცია გამახსენდა, გალას თან ზიარების ემოცია.
1. ლექსის სიძლიერის რა მოგახსენოთ,... პროფესიონალებსა და კრიტიკოსებს სხვა კრიტერიუმები აქვთ შეფასებისა და მათი გადმოსახედიდან ერთი ჩვეულებრივი, #არაფრითგამორჩეული ლექსია ალბათ ... მაგრამ და მაგრამ, პოეზია ხომ მარტო რაღაც სტანდარტული კრიტერიუმები არაა? იგი უპირველესად ხომ ემოციაა! ტკივილის,სიხარულის,აღმაფრენისა და დაცემის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება და შესაძლებლობა. მკითხველამდე სიფაქიზით მიტანა და მათში ემოციის გაღვივება! ასე თუ მივუდგებით, სულ ცოტათი გამომდის ალბათ! ლექსის სიძლიერის რა მოგახსენოთ,... პროფესიონალებსა და კრიტიკოსებს სხვა კრიტერიუმები აქვთ შეფასებისა და მათი გადმოსახედიდან ერთი ჩვეულებრივი, #არაფრითგამორჩეული ლექსია ალბათ ... მაგრამ და მაგრამ, პოეზია ხომ მარტო რაღაც სტანდარტული კრიტერიუმები არაა? იგი უპირველესად ხომ ემოციაა! ტკივილის,სიხარულის,აღმაფრენისა და დაცემის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება და შესაძლებლობა. მკითხველამდე სიფაქიზით მიტანა და მათში ემოციის გაღვივება! ასე თუ მივუდგებით, სულ ცოტათი გამომდის ალბათ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|