ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტი ხათუნა
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2021


ახლა გრძნობაზე ფეხი დამიცდა

ღამეებს ახლა ისევ მივათრევ
და დარდით ვწურავ ღრუბლის აკიდოს,
მინდა,წავიღო შენი სინათლე,
ვარსკვლავგამოყრილ ცაზე დავკიდო.
არ გასდის ყავლი სამყაროს ნიღაბს,
უძღები დარჩა შვილი ისევე
და ღრუბლადქცეულ დღეების მიღმ
ისევ დაღლილი ქრისტე ისვენებს.
წინ ვერ მივდივარ და დარდებს ვუვლი,
თითქოს წარსულით აწმყოს ვღებავდე,
ცაში ლექსებად სათქმელი სული
ვეღარა მწვდება გათენებამდე.
ვერ ვიბრუნებდი რწმენას გათელილს
და ზღაპრის კუნძულს ცაში ვძირავდი
და ერთად მეწვის ყველა სანთელი
შეწირული და შეუწირავი.
თითებს ვიმტვრევდი წყევლით და კრულვით,
რავიცი,იქნებ გიჟად ვითვლები,
მინდა იცოდე,დაღლილი გული
მომაქვს შენამდე უფლის თითებით.
ახლა გრძნობაზე ფეხი დამიცდა
და გული ისევ აჰყვა მუსონებს,
ვდგავარ მარტოკა და დედამიწას
ქარში გაკიდულ ფიქრებს ვუსწორებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები