ნინო დარბაისელი
გადაკეთება
არაო, მითხრეს, ნუ იტყვიო, რაც მართლა მოხდა და შეესწარი, შთამომავლობას დიდი სახელი ნათლად უნდა გადავცეთო… აი ასე! უმწიკვლოდ უნდა შევუნახოთო!
კარგი, ვდუმვარ, კარგი, არ ვიტყვი, არ მოვყვები, დავივიწყებ და არც არავის ეცოდინება, მაგრამ ის იყო მართლა დიდი, მაგრამ ის იყო, მართლა იყო და რაკი იყო, იყო მართლა ადამიანი, ადამიანად გაძლება კი ღმერთმაც სცადა და გაუჭირდა!
დაივიწყეო…
მოკლეა ჩვენი სიყვარული, ჩვენი ზომაა, მთელი არშინით პატარაა, რაც გაგვაჩნია; ბოლოში ქობაც რომ მოვაკეროთ, ვერ გავაწვდენთ დიდებს, როგორც ადამიანებს, იმათ ცოდვებს, იმათ შეცდომებს, სივერაგეებს, იმათ ბნელში მიგდებულობას, სირცხვილნარევი ცრემლის ყლაპვას, გასაქცევის ვერსად მიგნებას!
და გვიყვარს, გვიყვარს ჩვენ, პატარა ადამიანებს დიდების ჭრა და გადაკეთება, შემობლანდვა, შემოტეხვა, ჩაგვირისტება და ჩვენს ზომაზე დაყენება. მორგება და მოკოხტავება!
კარგი, მე ვდუმვარ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. არაერთი მეგობარი, რომელიც აქ რატომღაც კომენტარს არ ტოვებს, ფეისზე მეკითხება, ვის ვგულისხმობ ლექსში. ლექსი ეხება უბრალოდ, ყველა იმ ცნობილ ადამიანს, ვისთანაც ცხოვრებამ შემახვედრა და რაღაც კვალი დამრჩა მოგონებებისათვის. მემორიალურ მასალას რამდენჯერაც ვაქვეყნებ, ანალოგიურ რჩევას მუდამ ვიღებ სხვადასხვა ფორმით ჩემი თუ მემორიის ფიგურანტის ახლობლებისგან. არაერთი მეგობარი, რომელიც აქ რატომღაც კომენტარს არ ტოვებს, ფეისზე მეკითხება, ვის ვგულისხმობ ლექსში. ლექსი ეხება უბრალოდ, ყველა იმ ცნობილ ადამიანს, ვისთანაც ცხოვრებამ შემახვედრა და რაღაც კვალი დამრჩა მოგონებებისათვის. მემორიალურ მასალას რამდენჯერაც ვაქვეყნებ, ანალოგიურ რჩევას მუდამ ვიღებ სხვადასხვა ფორმით ჩემი თუ მემორიის ფიგურანტის ახლობლებისგან.
1. პატარა ადამიანებს უყვართ ჭრა და გადაკეთება, მართალია! პატარა ადამიანებს უყვართ ჭრა და გადაკეთება, მართალია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|