არასოდეს მიფიქრია, რომ მამაჩემზე რამე დამეწერა,ალბათ,იმიტომ,რომ ვიდრე გვერდით მყავდა,ვერ ვგრძნობდი,რამხელა ადგილი დაცარიელდებოდა მის გარეშე. რომ ვთქვა,სხვანაირი მამა მყავდა_მეთქი,ყველა იტყვის მეც სხვანაირი მამა მყავსო;ამიტომ,არ ვიტყვი... მხოლოდ იმას გავიხსენებ,რომ ბავშვობა ძალიან გამიფერადა.სამსახურიდან ისე არ მოვიდოდა,რამდენიმე წიგნი რომ არ მოეტანა სახლში,წიგნის სუნიო,რომ ამბობენ,იმ წიგნებით შემიყვარდა წიგნის სუნი,სკოლის წიგნებით კი არა.ასე დაგროვდა ჩვენს სახლში უამრავი წიგნი. რამდენი წიგნი გაქვთ,რამდენიო,_მესმოდა მთელი ბავშვობა. ყველაზე ,,გონივრული" კი ეს კითხვა მომისმენია: _რად გინდათ ამდენი წიგნიო? ახლა ვეხეთქები ბავშვობის მოგონებებს,მამაჩემის წილი სიტყვები მომდევენ და არ მასვენებენ,ამიტომ მომინდა ამ სიტყვების გაცოცხლება მის ხხოვნაში. ზედმეტად მზრუნველი იყო,ძალიან უყვარდა ოჯახი.მახსოვს,როცა ძალიან გვიჭირდა,დილით არცკი საუზმობდა,რომ ჩვენთვის რამე არ დაეკლო. არ მშიაო,_ამბობდა.მე კი ,პატარა გოგოს მიკვირდა,როგორ არ შიოდა მამას. სხვანაირი იყო_მეთქი,აკი ვამბობდი,ვერ უღებდა ცხოვრებას ალღოს და ძალიან წვალობდა.სიღარიბეში ვცხოვრობდით. გადიოდა დრო,ამდენმა დარდმა და უთქმელობამ თავისი ქნა და მამა ავად გახდა
მერე თანდათან კარგავდა ყველაფერს,ბოლოს,როცა მეხსიერებაც დაკარგა,იმ დღიდან მეც დამკარგა,რადგან მამა ვეღარ მცნობდა.
ახლაც ჩამესმის მამას ნაბიჯების ხმა,როცა მე და ჩემს შვილს დილის ძილით გვეძინა,შემოვიდოდა,დაგვხედავდა,გადახდილ საბანს დაგვაფარებდა. გავახელდი ხოლმე თვალს და ვკითხავდი ჩემს შვილზე,იცნობ,ეგ ვინ არის_მეთქი. _ვიციო,_კაი ბიჭიაო.
_მე მიცნობ_მეთქი?_ვკითხავდი.
_ჰოო,გიცნობო,_მატყუებდა,მისი თვალები ახლა რაღას გამომაპარებდა.
მარტო ის ახსოვდა,რომ იმ ოთახში ვიყავით და ჩვენზე უნდა ეზრუნა. ახლა ხშირად შრომაში დაღლილს როცა ისე მიწოლილს ჩამძინებია,ყოველთვის მინატრია,ნეტავ,ისევ მამამ მომაფაროს საბანი,თუნდაც მომატყუოს,გიცნობო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გმადლობთ,რომ წაიკითხეთ,ქალბატონო მანანა. გმადლობთ,რომ წაიკითხეთ,ქალბატონო მანანა.
5. ეეჰ, რა ძნელია... ეეჰ, რა ძნელია...
4. დიახ,მზიანე,ავადმყოფობაზე ძლიერი აღმოჩნდა რეფლექსი,მეც გამიკვირდა მაშინ.გმადლობთ,რომ წაიკითხეთ. დიახ,მზიანე,ავადმყოფობაზე ძლიერი აღმოჩნდა რეფლექსი,მეც გამიკვირდა მაშინ.გმადლობთ,რომ წაიკითხეთ.
3. როგორ ამიშალეთ სევდა-ტკივილები... ვერ გცნობდათ და მაინც ზრუნავდა ... ანუ ქვეცნობიერი მაინც გცნობდათ... როგორ ამიშალეთ სევდა-ტკივილები... ვერ გცნობდათ და მაინც ზრუნავდა ... ანუ ქვეცნობიერი მაინც გცნობდათ...
2. ჩემთვისაც,გაიხარე.მადლობა. ჩემთვისაც,გაიხარე.მადლობა.
1. ჩემთვის ყველაზე მტკინვეული(( გაიხარე,ხათუნა,არაჩვეულებრივია,სევდით და მონატრებით სავსე <3 ჩემთვის ყველაზე მტკინვეული(( გაიხარე,ხათუნა,არაჩვეულებრივია,სევდით და მონატრებით სავსე <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|