ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტი ხათუნა
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2021


***

მშვიდი დღეები ჩამომდგარი უერთმანეთოდ
სულის გუგებში გაუხსნელი ბარათებია,
აღარ ვეცადე,რომ ქალურად ისევ გამეთბო
და იმედები ძაღლებივით მზეზე თბებიან.
ჩემმა სიმშვიდემ მომინელ ,გავტეხე ნავსი
და იალქნებად გამოვები დღეებს ქარიანს,
სიყვარული კი ,როგორც უკვე დაცლილი თასი,
სხვა სადღეგრძელოს ელოდება დიდი ხანია.
და სულ ეს იყო წუთისოფლის თავი დ ბოლო,.
(რატომ გვიზიდავს,რომ მუდმივად მზეებს ვხედავდეთ),
ახლა ჭიქიდან დაქცეული წყალი ვარ მხოლოდ,
მომაკვდავს რომ ვერ მივუსწარი გაცილებამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები