 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 27 დეკემბერი, 2021 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
უცნაური სიტყვა კია გადაფსიხებული, მაგრამ შინაარსით, უჩემბრძანებებოდ ამოქმედებული ჩემი სხეულისთვის, სწორედ შესაფერი.
გადაფსიხდა ღამის ოთხ საათზე. პლიუს-მინუს, ორი-სამი წუთი.
დიდი აფეთქებაც ალბათ ასე მოხდა, ახლა ვინ გაიგებს რამ შეუწყო ხელი?!
მე კი მითქვამს: ცერნში ბოზონს ისე ეჩალიჩებიან, - გაიჩალიჩებენ!
მაგრამ სად ცერნი და სად ჩემი პიჟამო - თეთრი მაისურით, კუბოკრული შარვლით, შაბიამნისფერი, პარალელური და პერპერპენდიკულარი ხაზებით შემკული? შორი-შორს არიან!
ან, სად ევროპა და სად ევროპის ნდომით დამხრჩვალი თბილისი?
მაგრამ აფეთქება ხან თბილისშიც ხდება, მყუდრო საძინებლის არც თუ ისე ფართო საწოლის ფარგლებში.
როცა მისი ხელი ჩაყვა წელის არეს და ზემოხსენებული პიჟამოს შარვალში ტრაკზე ჩასრიალდა.
არა, აქ ვიცრუე, ტრაკი ვახსენე და ტაკო ვიგულისხმე. რატომ ტაკო? იმიტომ რომ ჩემს გატოკებაზე შემკრთალ, შარვალში ჩამალულ ხელის თითებს, უკან ამოსვლაზე ისე აეტმასნა, როგორც ფისო. წელი ჩაიზნიქა, ტაკო აიზნიქა, მუხლიც წამოიღო, ერთიც და მეორეც, ამოასრიალა ფეხები ზეწარზე და პოზაში დადგა, - ვითარცა ბოზონი .
მკერდს აღარ იკითხავ? ორთავ დაემსგავსა ნიუტონის ვაშლებს, ოღონდ ბონუსებად, მწიფე ალუბლები დააჯდა კერტებად...
რაღა გავაგრძელო, აწი მოკლედ ვიტყვი: აზრზე რომ მოვედი, არც შარვალი მეცვა, აღარც მაისური. მივხვდი რომ არ იყო მორიგი სიზმარი, გვიანიც კი იყო მისთვის დამეყვირა: - შენ არ იცი, ბიჭო, რა ხილია კუნი, შენი ასოსავით შეიგრძნე და ფრთხილად მოეპყარი.
კბილი, ენა, ტუჩი, ტუჩი, თითი ერთი, ტუჩი, თითი ორი. ასაწყობი პაზლი - ცერნის ბოზონივით ფუჭი, ჩაწყვეტილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ნუ ასეთ ხიდს, ცერნის ბოზონის ექსპერიმენტსა და სექსს შორის გადებულს ცოტა სკაბრეზი და იუმორი არ შევაშველეთ რა გამოვიდოდა?! :) ნუ ასეთ ხიდს, ცერნის ბოზონის ექსპერიმენტსა და სექსს შორის გადებულს ცოტა სკაბრეზი და იუმორი არ შევაშველეთ რა გამოვიდოდა?! :)
5. გადაფსიხებას ვერ ჩავწვდი და, გადაცხრომა ქვია მაგას ვეტერინარიაში :)) ეს ხუმრობა და, ისე, კარგი იყო, ცერნი, ბოზონი და გაჩალიჩება ) მაგარია გადაფსიხებას ვერ ჩავწვდი და, გადაცხრომა ქვია მაგას ვეტერინარიაში :)) ეს ხუმრობა და, ისე, კარგი იყო, ცერნი, ბოზონი და გაჩალიჩება ) მაგარია
4. ლექსი ამბავის ტოლია. უკეთესობის შემთხვევაში ცერნის ექსპერიმენტთან აღარ გაივლებოდა პარალელი და ...ა.შ. გმადლობთ. ლექსი ამბავის ტოლია. უკეთესობის შემთხვევაში ცერნის ექსპერიმენტთან აღარ გაივლებოდა პარალელი და ...ა.შ. გმადლობთ.
3. უფრო მძაფრი შეიძლებოდ. უფრო მძაფრი შეიძლებოდ.
2. სინა, მადლობა ადეკვატური კომენტარისთვის :-* სინა, მადლობა ადეკვატური კომენტარისთვის :-*
1. რაღაცნაირულია, მშვენიერი სახალისო ლექსია მე თუ მკითხავ :) რაღაცნაირულია, მშვენიერი სახალისო ლექსია მე თუ მკითხავ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|