ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტი ხათუნა
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2021


ლექსის მათარა_ფიქრები

ისე მიწვდიდი წლებით დაღლილ სულს,
რომ უიმედოდ როგორ გამეშვი,
თუ დაინახავ,ნეტავ,გაზაფხულს
შემოდგომაში ჩადგმულ ფანჯრებში.
ვიცი,უგზოოდ დამელოდები
ოცნებით,ყელზე ლექსის მათარით,
ქარს გასწეწია ქარში ტოტები
და ბილიკებზე ჯდება ზამთარი.
სიმართლე ცოდვით გადამტვრეული
ხელში მიკვდება და ცილს მწამებენ
და თბილ ლექსებში ვერდატეული
სიტყვები ქარში დაწანწალებენ.
სიცივე მართმევს სითბოს ამულეტს,
ვიწრო ზამთარში ვეღარ ვეტევი
და მზე,ასეთი მოსიყვარულე
გარდაიცვალა გულის შეტევით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები