ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
16 იანვარი, 2022


თინა, მურა და ფისო

ზამთარია, ხტუნვა-ხტუნვით
თოვლში დარბის ცელქი თინა,
მურაც მასთან კოტრიალობს,
განა თოვლმა შეაშინა?
ააგორეს ერთი გუნდა,
მას მეორე მიემატა,
თინასა და მურას თამაშს
შურით უმზერს ჭრელი კატა.
იზმორება ფანჯარასთან,
ფიქრობს:-„უი, როგორ ცივა,
ნეტავ ფიფქებს ვინ პატიჟებს,
ზემოდან რომ ცვივა, ცვივა?“
დაინახა, თოვლის ბაბუ
გააკეთა უკვე თინამ,
ფისოსაც იქ ყოფნა უნდა,
არ ეთმობა თბილი ბინა.
მოთამაშე მურიკელას
უთვალთვალებს შორით კატა,
უცებ, მურამ ვერ მოზომა,
თოვლის პაპას დაეტაკა.
დაანგრია თოვლის ბაბუ,
გააბრაზა ძლიერ თინა,
ფისოს გულის  გასახარად
მიაბრძანეს მურა შინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები