ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2022


ბირთვული ღელვა



შენ მაიბახი გეკადრება,ანდა ბუგატი,
მე მყავს მერსიკო ძველი,ანუ ასე 20 წლის,
უნდა მომქონდეს ყოველ დილით ჩაი ცუკატით
საწოლში,ნაზი თითებით რომ ცოტას მოწიწკნი
და გააბოლებ ღრმაფიქრიან მუნდშტუკს,სიგარას,
ოქროსფერ თმაზე დაგეღვრება შუქი მზისანი,
როცა ეწევი,კი გიხდება,მაგრამ მიჰქარავ,
მპირდები,მაგრამ არ გელევა იმის მიზეზი,
რომ გააბოლო,ამბობ:-სტრესს ხსნის,მოაქვს კაიფი,
მეც გავსინჯე და მაგ სიტყვების გრამიც არ მჯერა,
თვალებს განაბავ და ლამაზ თმას მკერდზე დაიფენ
და უძლური ვარ შენს წინაშე ვგონებ ამ ჯერზეც...
მერე მაცილებ სამსახურში მაცდურ ალერსით,
საღამოთი კი სახლში მხვდები უცხო სამოსით
და გაწერია მაგ სახეზე აცდუნარესი,
ხელი შემახე და ბუდიდან გული ამოსვი...
მერე ვახშამი,სანთლის შუქი.ღვინო.ბოკალი.
ცხელი კერტები,ოცნებების ციდან მოწყვეტა,
ვუცქერი შენს ტანს მაგნიტურს და წარბებს მორკალულს,
შენც იმას ფიქრობ,რომ საწოლში მაგრად ვეწყობით,
ცხოვრებაში კი ხშირად ვჩხუბობთ,ჩხუბიც მოსულა,
ხან ვჭამთ ერთმანეთს,სამუდამოდ ხანაც ვშორდებით,
ხან დედოფალი მარგო ხარ და ხანაც ურსულა,
მერე ერთურთით ისევ ისე განვმეორდებით
დაუსრულებლად,როგორც წრფეა,როგორც სხივია,
როგორც ცა არის.კოსმოსია.როგორც სამყარო.
შენი თვალების ვარსკვლავები ჩემთვის ღვივიან,
ვგრძნობთ ბირთვულ ღელვას და ატომურ კავშირს ვამყარებთ!

დმ.ორიათასოცდა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები