ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: იუმორისტული
19 იანვარი, 2022


იმედი ელი

ჰქვია "იმედი ელი",
გაქვს იმედი და ელი,
მთელი ახალი წელი,
ძველით ახალი წელი,
მაგრამ ვერაფერს შველი,
კვდები სიკვდილით ნელით,
ფილტვი, ბრონქი და ყელი
ჩახეული გაქვს ხველით.
ის კი არ რეკავს ტელით
არც სოციალურ ქსელით.
ის მხოლოდ ფულში გწველის
და სურს დაგადოს სველი.
შენ კი - მომხმარებელი,
მთელი ახალი წელი,
ძველით ახალი წელი,
წევხარ, კვდები და ელი
ზარს ექიმისგან ოჯახის
იკურთხოს მისი ოჯახი,
მისი პირადი ოჯახი
და კომპანიის ოჯახიც!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები