 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 22 იანვარი, 2022 |
ზამთარია ჩემი სოფლის ორღობეში და ბებიაც ეჯიბრება ფიფქებს, წინდის ჩხირი ჩაუბღუჯავს ორივ პეშვით ახალ წლამდე მოგისწროთო იქნებ! დეკემბრის თოვლს სიჯიუტე უყვარს თურმე, მოსვლა იცის და წასვლა კი არა ამბობს ბებო, თან ქსოვს, თანაც შეშის ურმებს აკვირდება, კმარა თუ არ კმარა?! ცოტა ხანში კმაყოფილი აქნევს თავს და მერე ოჯახს მაგიდისკენ გვიხმობს, ოხშივარი ასდის კეცის მჭადებს, მაგრამ უჭმელ ბავშვებს დარჩენილ პურს გვითბობს. სიმყუდროვე ცეკვავს ლამპის მბჟუტავ შუქზე, ღუმელი კი ახმაურებს ტამტამს, აცვამს ბებო მთლად ქათქათა თხილის ჩურჩხელს თან ბუტბუტებს: "ცუდ ფიქრს ამ წელს ვატანთ". პაწაწინებს ძილი გვიკრთის წითელ ღაწვზე ლოგინისკენ მიგვითითებს დედა, ჩვენ ვზოზინობთ, გვეფიქრება სხვა ზღაპარზე დევი იქაც დამარცხდება ნეტავ? ბებია კი ახლა სიმინდს აჩხრიალებს, ფშვნის, დილისთვის ნაქურჩელი უნდა, სისხამზე რომ ცეცხლი სწრაფად აბრიალდეს, სიცივისგან რომ არ გავხდეთ ცუდად. თენდება და ბებო ისევ ურტყამს წრეებს ახლა უკვე მეორე წყვილ საქსოვს, გარეთ თუკი ფიფქი ფუთავს მცივან ხეებს, ჩემს ბებიას ხელზე მატყლი ათოვს! ..... ზამთარია ჩემი სოფლის ორღობეში ახლაც, მაგრამ სხვანაირად ცივი... აღარ მოჩანს ფანჯრებიდან თბილი პეშვი, არც ლამპა და არც წინდების ჩხირი!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სულ მაინტერესებს ჩვენზე რას დაწერენ ჩვენი შვილიშვილები, ჩვენ თაობას ყველას კი სულ ერთნაირი წინსაფრიანი ბებოები გვყავდა სულ მაინტერესებს ჩვენზე რას დაწერენ ჩვენი შვილიშვილები, ჩვენ თაობას ყველას კი სულ ერთნაირი წინსაფრიანი ბებოები გვყავდა
1. გული გამითბო და თან დამწყვიტა. ეჰ, ბებო.... გაიხარე 5 გული გამითბო და თან დამწყვიტა. ეჰ, ბებო.... გაიხარე 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|